ფეხბურთი

11:17 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდი ჟარდიმი: "მე ღია ფეხბურთი მიყვარს"

ფრანგული “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი “სიტის” (3:1) დამარცხებითა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით, ბედნიერია. როგორც მან თქვა, ღია, გახსნილი ფეხბურთი უყვარს.

“ძალიან ბენდიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში გასვლა შევძელით. ვფიქრობ, პირველი მატჩის შედეგი, 3:5 უსამართლო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პატარა შეცდომა დავუშვით. მეორე მატჩში კი, პირველი ტაიმი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ – მეორე ნახევარში უფრო გაგვიჭირდა, რადგან “სიტიმ” თავისი თამაში დაიბრუნა.

ბედნიერები ვართ ჩვენი გულშემატკივრებისა და მთლიანად საფრანგეთის გამო. ბოლო წლებში მეორედ გავედით მეოთხდეფინალში, რაც ჩვენს კარგ თამაშზე და სამუშაოზე მიუთითებს. არ მიყვარს, როდესაც გუნდი დაცვით ფეხბურთს თამაშობს, მე ღია თამაში მიყვარს”, - აღნიშნა ჟარდიმმა.

“მონაკო” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი წლის წინაც იყო და მაშინ ლეონარდო ჟარდიმის გუნდი “იუვენტუსთან” ორი მატჩის ჯამში დამარცხდა – 0:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109912