ფეხბურთი

10:26 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩემი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ იყო"

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “მონაკოსთან” (1:3) მარცხის მერე ამბობს, რომ მისი გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ იყო. გარდა ამისა, ესპანელმა ფრანგული გუნდიც შეაქო.

“ჩემპიონთა ლიგა ის ტურნირია. სადაც რამდენიმე წუთი კარგად თამაში არ კმარა – საჭიროა 90 წუთის მაღალ დონეზე ჩატარება. ვფიქრობ, “მანჩესტერ სიტი” ფსიქოლოგიურად მზად არ იყო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მინდა, შევაქო “მონაკო”, რომელმაც საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარა.

მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი გქვონდა, მაგრამ სტანდარტის დროს შეცდომა დავუშვით, რომელიც ძვირად დაგვიჯდა”, - განაცხადა გავრდიოლამ.

აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდები აქამდე ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან არასდროს გამოთიშულან. ყველაზე ცუდ შედეგად პეპს ნახევარფინალი ეთვლებოდა, ახლა კი, უკვე მერვედფინალი.

0.112335