ფეხბურთი

22:45 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ტიაგოს დაბრუნება სურს

კატალონიის “ბარსელონას” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენა სურს. Cadena Ser-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს 25 წლის ფეხბურთელის კატალონიაში დაბრუნებაზე. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

ტიაგო “ბარსას” აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდში 2008-2013 წლებში თამაშობდა.

“ბაიერნში” კი, 2013 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მას გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.107348