ფეხბურთი

20:42 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასტრომ "დორტმუნდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

29 წლის გონსალო კასტრომ "დორტმუნდთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2020 წლის ივლისამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კასტრო "ლევერკუზენის" აკადემიის აღზრდილია და ამავე გუნდიდან "ბორუსიაში" 2015 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. კასტროს სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

0.114404