ფეხბურთი

18:10 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ალბათობით: გიოტცე მომდევნო სეზონიდან ითამაშებს

"დორტმუნდმა" მარიო გიოტცეს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა: ფეხბურთელის კუნთების გამოკვლევის პირველმა ფაზამ დადებითი შედეგი აჩვენა და დიდი ალბათობით, გიოტცე დატვირთვებით ვარჯიშს დაახლოებით ივნისის დასაწყისში შესძლებს.

როგორც ვწერდით, მუნდიალ-2014-ის ფინალის გმირს ასეთი დიაგნოზი დაუსვეს: მიოპათია, ნელა პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია, უფრო მარტივად კი, კუნთების ქრონიკული ტრავმა. სწორედ ამის გამო, გიოტცე მალე იღლებოდა.

გიოტცე ამჟამად ინდივიდუალურად მუშაობს სარეაბილიტაციო კუთხით. თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ მიზნად დასახული აქვს, მომდევნო სეზონის დასაწყისიდანვე ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118334