ფეხბურთი

16:17 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ შმეიხელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” მეკარე კასპერ შმეიხელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. დანიელი გახდა პირველი მეკარე ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პენალტის მოგერიება, როგორც პირველ, ისე საპასუხო თამაშში შეძლო.

კასპერმა სევილიაში კორეას არ დაანება გატანა, ხოლო ინგლისში უკვე ნ’ზონზის აუღო თერთმეტმეტრიანი და დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120653