ფეხბურთი

15:50 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია თასზე: "ლოკომოტივი" ლიგა 3-ის გუნდთან დამარცხდა

დღეს საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალები იმართება, ორი მატჩი კი უკვე დასრულდა: "გაგრამ" ტყიბულის "მეშახტეს" 2:0 მოუგო, ხოლო თბილისის "ლოკომოტივი" "ნორჩ დინამოსთან" რუსთავში 0:1 დამარცხდა.

"ლოკომოტივი" ეროვნული ჩემპიონატის ლიდერია და მართლაც რომ უცნაურია თასზე მარცხი ლიგა 3-ის წარმოადგენელთან. თუმცა ისიც სათქმელია, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი არაოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა: 19-წლამდელებიდან რამდენიმე ფეხბურთელი იყო დაწინაურებული.

1:0-ზე "ლოკოს" მცველმა გიორგი ხიდეშელმა პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ლიგა 3-ის გუნდმა იმარჯვა.

ნორჩი დინამო - ლოკომოტივი 1:0

გოლი: იაგო დეისაძე (11)

გაგრა - მეშახტე 2:0

გოლები: ზვიად ქანთარია (4), გიორგი ქურდაძე (45)

0.112466