თამაშგარე

13:16 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის “რეალის” ბრენდირებული ღვინო ყველაზე გაყიდვადია

უკანასკნელ წლებში პრაქტიკულად არ დარჩა ევროპის ცნობილი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც საკუთარი ლოგოთი დამშვენებული ბრენდირებული ღვინო არ ჩამოასხა. რა გასაკვირია, რომ ამ ტენდენციას ფეხი “სამეფო კლუბად” სახელდებულმა მადრიდის “რეალმაც” აუწყო და ღვინის გაყიდვის კუთხითაც მალევე გახდა მსოფლიო ლიდერი.

როგორც სტატისტიკა გვამცნობს, დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი, სწორედ მადრიდული ბობოლა კლუბის ბრენდირებული ღვინო იყიდება და შარშან – 2016 წელს გაყიდული ღვინის რაოდენობამ უკვე 100 ათას ბოთლს გადააჭარბა. მეორე ადგილზე “რეალის” ძველი მტერი და კონკურენტი, “ბარსელონაა” თავისი კატალონიური წითელი ღვინოებით. მესამე ადგილს კი ფრანგული პსჟ-ს ღვინოები იკავებს.

აღსანიშნავია, რომ “რეალის” ლოგოთი დამშვენებული სასმელები ძირითადად ორი კატეგორიისაა და წითელ ნახევრად ტკბილ თეთრ მშრალ ღვინოს წარმოადგენს. ამის უპირველესი მიზეზი ალბათ ისაა, რომ “რეალს” კონტრაქტი ანდალუზიური ღვინის მწარმოებელ ორ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ამ რეგიონში კი ძირითადად სწორედ ასეთი ტიპის ღვინოებს ამზადებენ..

0.13622