ძიუდო

10:50 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს მწვრთნელებმა პრაქტიკის გამოცდაც ჩააბარეს

30-მა ქართველმა მწვრთნელმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის პირველ დონეზე. მათ აკადემიაში სწავლა შარშან დაუსწრებლად ონლაინრეჟიმში დაიწყეს. პროცესი გაგრძელდა თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორების მონაწილეობით.

დანიელ ლასკაუ, ენვიკ გალეა, პიერო კომინო და მარკ ჰუიზინგა ქართველ მწვრთნელებს ერთი კვირის განმავლობაში უტარებდნენ სემინარებს. თბილისშივე იმყოფებოდა კურსის ავტორი ტიბორ კოზლა. სემინარების დაწყებამდე მწვრთნელებმა ჩააბარეს თეორიული გამოცდა, ხოლო სემინარის დამთავრების შემდეგ გამოცდა პრაქტიკაში.

მომდევნო კვირას გამოცდებს უკვე ქართველი მწვრთნელების მეორე ჯგუფი ჩააბარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112418