სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

21:59 | 14.03.2017 | ნანახია 4852 - ჯერ

გრან სლემის მედალოსნების მსოფლიო პროგრესი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მსოფლიოს რეიტინგში 36 საფეხურით დაწინაურდა და მე-13 ადგილზეა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 10-12 მარტს ბაქოში გამართული გრან სლემის შედეგები განახლებულ რეიტინგსიაში ასახა და აზერბაიჯანული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულ თუშიშვილს 1000 ქულა დაუმატა. ამით 22 წლის მძიმეწონოსანმა ნაკრების გამოცდილ წევრებს ლევან მატიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს გაუსწრო და დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადში მოხვედრაც გაინაღდა.

ბაქოს გრან სლემზე, ქართველმა ძიუდოისტებმა სულ 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მესამე საპრიზო ადგილები ლაშა გიუნაშვილმა (66 კგ), უშანგი მარგიანმა (90 კგ) და ონისე ბუღაძემ (+100 კგ) დაიკავეს და 500-500 ქულაც გამოიმუშავეს.

გიუნაშვილი აზერბაიჯანულმა შედეგმა 227 პოზიციით დააწინაურა და 41-ე ადგილს იკავებს. მარგიანმა 93 საფეხურით წაიწია წინ და 35-ე ნომერია, ბუღაძემ კი ბრინჯაოს მედლით 67-ე პოზიციიდან 31-ზე აინაცვლა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო პირადი რეიტინგი ლაშა შავდათუაშვილს აქვს, რომელიც 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მე-3 ნომერია. მის გარდა, თავიანთ წონით კატეგორიებში პირველ ათეულში არიან: ამირან პაპინაშვილი (60 კგ. მე-5), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ. მე-7) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ. მე-10).

დაბოლოს, შვიდივე წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულები და მსოფლიოს რეიტინგში მყოფი ყველა ქართველი ძიუდოისტის პირადი მაჩვენებელი.

ძიუდო

მსოფლიოს რეიტინგი

მამაკაცები

60 კგ

1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) 2722

2 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 2550

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 1966

4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) 1940

5 ამირან პაპინაშვილი 1924

46 ლუხუმ ჩხვიმიანი 460

119 ლაშა ჩადუნელი 70

125 ირაკლი კუპატაძე 60

134 რობინზონ ბეგლარაშვილი 52

196 გიორგი ბროლაშვილი 19

233 ილია შუბითიძე 6

66 კგ

1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა) 2580

2 ჰიფუმი აბე (იაპონია) 2240

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი) 1953

4 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი) 1862

5 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი) 1752

7 ვაჟა მარგველაშვილი 1716

41 ლაშა გიუნაშვილი 508

134 ბექა შავდათუაშვილი 74

135 გელა კელიხაშვილი 70

151 თორნიკე თათარაშვილი 52

180 თორნიკე ნაგლიაშვილი 36

185 ტრისტან ფეიქრიშვილი 34

203 გიორგი გუგულაშვილი 24

216 მინდია ლილუაშვილი 21

278 შალვა ქარდავა 8

73 კგ

1 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 3430

2 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 2931

3 ლაშა შავდათუაშვილი 2371

4 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი) 2190

5 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) 2140

12 ნუგზარ ტატალაშვილი 1174

89 ომარ ნიაზაშვილი 176

98 გიორგი კაციაშვილი 150

136 თენგიზ პაპოშვილი 80

140 ფრიდონ გიგანი 78

152 ზვიად კაპანაძე 68

188 ანზორ ხმიადაშვილი 40

250 გიგა გიგაური 16

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 2300

2 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) 2242

3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 2000

4 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 1944

5 ტრევის სტივენსი (აშშ) 1834

12 ავთანდილ ჭრიკიშვილი 1370

21 ზებედა რეხვიაშვილი 814

49 გიორგი პაპუნაშვილი 446

57 უშანგი მარგიანი 400

76 ამბაკო ავალიანი 263

85 ლევან გუგავა 218

89 თამაზ კირაკოზაშვილი 206

135 ნუგზარ ტატალაშვილი 84

145 კობა მჭედლიშვილი 66

229 გიორგი კაციაშვილი 16

308 ლაშა ზურაბიანი 3

90 კგ

1 მაშუ ბეიკერი (იაპონია) 2630

2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი) 2178

3 მარკუს ნიმანი (შვედეთი) 2161

4 ქსუნჟაო ჩენგი (ჩინეთი) 2008

5 დონგან გვაკი (სამხრეთ კორეა) 1980

9 ვარლამ ლიპარტელიანი 1741

10 ბექა ღვინიაშვილი 1690

35 უშანგი მარგიანი 562

122 ნოდარ ბერიანი 76

124 თორნიკე ჯუღელი 72

135 ზვიად გოგოჭური 61

155 ონისე სანებლიძე 36

189 ავთანდილ ჭრიკიშვილი 16

236 პაატა ღვინიაშვილი 6

100 კგ

1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) 3052

2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია) 2718

3 სირილ მარე (საფრანგეთი) 2593

4 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2012

5 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 1738

10 ბექა ღვინიაშვილი 1347

38 ვარლამ ლიპარტელიანი 500

42 ლაშა ტაველური 435

81 ალექსანდრე მსხალაძე 136

88 ალექსანდრე ზაალიშვილი 116

110 გურამ თუშიშვილი 68

129 რეზო წულუკიძე 52

178 დავით ოზბეთელაშვილი 12

182 ჯაბა მუმლაძე 12

206 გიორგი ქავთარაძე 6

231 ლაშა გურული 2

245 იასონ ნემსაძე 1

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 2800

2 ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია) 2370

3 ბარნა ბორი (უნგრეთი) 2332

4 დანიელ ნატეა (რუმინეთი) 2070

5 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია) 1950

13 გურამ თუშიშვილი 1360

21 ლევან მატიაშვილი 1006

23 ადამ ოქრუაშვილი 905

31 ონისე ბუღაძე 680

155 გიორგი ლაზუაშვილი 10

161 გიორგი ზაქარიაძე 6

176 გურამ ქოსმენაშვილი 2

176 ამბროსი კონკროშვილი 2

188 გუგა კიბორძალიძე 1

188 გიორგი ბოლოთაშვილი 1

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:59 | 15.03.2017
b.g (576)

60 ში არავნ გამოჩნდა ახალი,საიმედო?

23:18 | 15.03.2017
b.g (576)

ლაშა ჩადუნელი...........იმედია https://www.youtube.com/watch?v=tlXcPLLRo-8 იმედია იზამს რამეს ამ წონაში

21:38 | 15.03.2017
mushni (70424)

დროზე ევროპა დაიწყოსDD

19:51 | 15.03.2017
ალექსანდრე (3985)

ძველ ტურნირებზე აღებული ქულები იგივე დატოვეს და ახალზე გაორმაგებულია რაც ლიდერების სწრაფ ცვლილებებს გამოიწვევს. ანუ მოდუნების საშუალება ნაკლებად იქნება.

10:40 | 15.03.2017
mamuka-25 (238)

ეჰ რა დრო იყო,ჭრიკიშვილი საერთო რეიტინგის აბსოლიტური ლიდერი რომ იყო?!

10:37 | 15.03.2017
Lucas B. (1206)

რა დრო იყო ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგს რომ ლიდერობდა

19:01 | 15.03.2017
mushni (70424)

+1

22:53 | 15.03.2017
b.g (576)

ეეე დავკარგე ჭრიკიშვილის იმედი

10:25 | 15.03.2017
BEERTRANCE (92648)

წარმატებები

10:23 | 15.03.2017
dixdavid (351)

ვერ ვუყურე თუშიშვილის ჭიდაობას, მაგრამ რაც წავიკითხე, ისე ჩანს, რომ გაცილებით ჯიგრიანი და მიმწოლი მოჭიდავეა, ვიდრე ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.
სამწუხარიდ, მატიაშვილმა და უქრუაშვილმა ვერ გაამართლეს იმედები და ახლა მთელი რესუსრი ამ ახალგაზრდა კაცზე უნდა გადავიტანოთ.

10:42 | 15.03.2017
mamuka-25 (238)

თუშიშვილის ყველა ჭიდაობას ვუყურე. მოკლედ რომ ვთქვა - "დაგლიჯა". სულ იპონ-იპონებით ჩაარიხინა ტურნირი!

02:59 | 15.03.2017
mushni (70424)

შანხაიიიიიიიიი

00:43 | 15.03.2017
federer (17) (11075)

ასეთი ცუდი რეიტინგული მდგომარეობა ბოლოს როდის გვქონდა არ მახსოვს, მაგრამ მგონია რო დალაგდება სიტუაცია და დაიბრუნებენ ჩვენი ბიჭები მოწინავე პოზიციებს

02:58 | 15.03.2017
mushni (70424)

მართალი ხარ

22:53 | 15.03.2017
b.g (576)

მალე დავიბრუნებთ ჩვენს პოზიციებს

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.104496