ფეხბურთი

10:35 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას 90 წუთი და მარცხი ოქრიაშვილის "კრასნოდართან"

რუსეთის პრემიერლიგის XIX ტურის დასკვნით მატჩში ქართული დუელი შედგა – სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივმა” თორნიკე ოქრიაშვილის “კრასნოდარს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მერე ამარცხებდა, საბოლოოდ, 1:2 წააგო.

“რიკინიგზელთა” ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა ქართველმა მცველმა, ხოლო ოქრიაშვილი თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც უკვე ანგარიში 2:1 იყო. გამოცემა Championat.com-მა კვრიკველიასა და ოქრიაშვილის თამაში ერთნაირი ქულით შეაფასა – 6.5. თორნიკემ მატჩის მიწურულს ტრავმაც მიიღო, თუმცა დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

“ლოკომოტივი” 19 ტურის თავზე 26 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო “კრასნოდარს” 32 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114239