ფეხბურთი

20:26 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა კიმიხი "ბაიერნში" ბედნიერი არაა და ანჩელოტის ცვლილებებისკენ მოუწოდებს

მიუნხენის “ბაიერნის” იმედისმომცემი ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი თავისი დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანულ მედიასთან საუბრისას თავად 22 წლის უნივერსალმა მოთამაშემ განაცხადა. კიმიხი იმედს გამოთქვამს, რომ კარლო ანჩელოტი უახლოეს მომავალში მეტი სათამაშო დროს დაუთმობს.

“ამჟამად კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. მინდა, სიტუაცია შეიცვალოს. კარლო ანჩელოტიმ კარგად იცის, რომ თამაში შემიძლია ნახევარდაცვაში, მარჯვენა მცველად, დაცვის ცენტრში... ასე რომ, მას აქვს რამდენიმე ვარიანტი ჩემთან მიმართებაში. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებში სიტუაცია შეიცვლება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ადგილოსანს დიდი უპირატესობით ვუსწრებთ”, - დაიჩივლა კიმიხმა.

მიმდინარე სეზონში ერთი პერიოდი ჯოშუა “ბაიერნის” ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდებოდა, მაგრამ ბოლო დროს უმეტესად სათადარიგო სკამზე ზის. მთლიანობაში მან ბუნდესლიგაში მხოლოდ 18 თამაში ჩაატარა (4 გოლი) და აქედან რვაჯერ იყო სასტარტოში. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას - 7 მატჩი (3 ძირითადში) და 3 გოლი.

ამასობაში, უცხოური მედია კიმიხის მომავალზე იწყებს საუბარს, რომელიც არა “ბაიერნს”, არამედ “მანჩესტერ სიტის” უკავშირდება.

0.117485