ფეხბურთი

17:52 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პირველი მარცხი ლუის სუარესის გოლთან ერთად

კატალონიის “ბარსელონას” არწაგების გარანტად აქამდე ლუის სუარესის გოლი გამოდგებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ასე არაა. ყოველ შემთხვევაში, “ბარსამ” 2014 წლიდან პირველად წააგო ის შეხვედრა, რომელშიც სუარესმა გოლი გაიტანა. ასეთი რამ, გუშინ მოხდა – ურუგვაელმა “დეპორტივოს” კარი დალაშქრა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა – 1:2.

აქამდე ლუის სუარესს “ბარსელონას” 72 თამაშში გაეტანა მინიმუმ ერთი გოლი და ხსენებული თამაშებიდან ლუის ენრიკეს გუნდმა 67 მოიგო და 5 ფრე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112296