ფეხბურთი

6:20 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბარსელონას” მოულოდნელი მარცხი და “რეალი” კვლავ ლიდერია

ლა ლიგის 27-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. პირველ ადგილზე მყოფი “ბარსელონა” გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ “დეპორტივოს” დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად – დამარცხდა.

მას შემდგომ, რაც კატალონიელებმა ნამდვილი სასწაული ჩაიდინეს და პსჟ-ს 6:1 მოუგეს, ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლაუგრანას” შემჩერებელი აწი აღარავინ იყო, თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ წარიმართა და ლუის ენრიკეს გუნდმა ”რიასორი” უქულოდ დატოვა.

მასპინძლებმა ტაიმი ხოსელუს გოლით მოიგეს, რომელმაც მე-40 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. გალისიელთა ზეიმმა მხოლოდ 6 წუთს გასტანა და მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, ლუის სუარესმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა. შეხვედრის გმირი კი, ალექს ბერგენტინოსი გახდა, რომელმაც 74-ე წუთზე ტერ შტეგენი თავური დარტყმით დაამწუხრა – 2:1.

“ბარსელონა” 60 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო “დეპორტივო” 27 ქულით მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს. გალისიელებს პეპე მელის დანიშვნა მოუხდათ, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2 მატჩი მოიგო და 2 ფრედ ითამაშა.

ძალაინ გაუჭირდა მადრიდის “რეალსაც”, რომელმაც შინ “ბეტისი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანგარიში 25-ე გაიხსნა და ის კეილორ ნავასის უხეშ შეცდომას მოჰყვა, თუმცა ტაიმის ბოლოს კრიშტიანო რონალდუმ თავური დარტყმით გაათანაბრა და გუნდები გასახდელში ყაიმით ჩავიდნენ.

სტუმრები მეორე ნახევარშიც კარგად თამაშობდბენ, თუმცა 78-ე წუთზე მოედნიდან პიცინის გაძევების შემდგომ მათი სიტუაცია დამძიმდა, რითაც სერხიო რამოსმა ისარგებლა, 81-ე წუთზე ადანს თავურით აუღებელი დაურტყა და მადრიდულ გრანდს მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 2:1. “ბლანკოსმა” 62 ქულა დააგროვა და “ბარსას” 2 ქულით გაუსწრო. თანაც, “რეალს” 1 მატჩი თადარიგში აქვს.

“ბილბაომ” სან-სებასტიანში “სოსიედადი” რაულ გარსიას და ინიაკი უილიამსის გოლებით დაამარცხა, ხოლო “ვილიარეალმა” რობერტო სოლდადოს გოლით გასვლაზე “სელტას” აჯობა.

სოსიედადი – ბილბაო 0:2 (0:1)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, ოდრიოზოლა, ბერჩიჩი, ზურუტუზა (გრანერო 86), ილარამენდი, პრიეტო, ოიარზაბალი (კანალესი 74), ველა, ხუანმი (ხონი 57).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ლაპორტე, ბალენსიაგა, ბოვედა, სან ხოსე, ბენიატი (იტურასპე 74), რ.გარსია, ლეკუე, მუნიაინი (ადურისი 60), უილიამსი (დე მარკოსი 88).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 რ.გარსია (28 პენ.), 0:2 უილიამსი (56)
გაფრთხილებები: ილარამენდი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი – მუნიაინი, ლაპორტე, სან ხოსე, ბენიატი, არიზაბალაგა, ბალენსიაგა
მსაჯი: მარტინეს სანჩესი

დეპორტივო – ბარსელონა 2:1 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, ალბენტოსა, ხუანფრანი (ლაურე 86), ფ.ნავარო, ბორგესი, ბერგენტინოსი, ხილი (ჩოლაკი 62), გამა (კაკუტა 71), ფაჟრი, ხოსელუ.
მწვრთნელი: პეპე მელი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, გომეში (რაკიტიჩი 58), დ.სუარესი (ალკასერი 77), თურანი (ინიესტა 58), მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ხოსელუ (40), 1:1 ლ.სუარესი (46), 2:1 ბერგენტინოსი (74)
გაფრთხილებები: ფ.ნავარო, ხოსელუ
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

სელტა – ვილიარეალი 0:1 (0:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი (ვასი 82), რონკალია, მალიო, პლანასი, რადოია (ასპასი 69), მ.დიასი, ხოზაბედი, ბონგონდა, ჰიულსაგერი (ბივუ 59), როსი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, მუსაჩიო, რუისი, კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, ჯ.დოს სანტოსი, რ.სორიანო (რ.ერნანდესი 89), სოლდადო (სანსონე 71), ბაკამბუ (კასტილიეხო 81).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: სოლდადო (45)
გაფრთხილებები: მალიო, პლანასი, ასპასი, ბონგონდა – სოლდადო, ა.ფერნანდესი, კოსტა, ჯ.დოს სანტოსი, მუსაჩიო
მსაჯი: მელერო ლოპესი

რეალი – ბეტისი 2:1 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვალი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ხამესი (ლ.ვაზკესი 69), ისკო (ასენსიო 79), მორატა (ბენზემა 71), რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, მანდი (რ.ნავარო 84), ტოსკა, პიცინი, დურმისი, პარდო, ბრასანაჩი (ალეგრია 86), სებალიოსი, რ.კასტრო (პეტროსი 64), სანაბრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 ნავასი (25 ს.კ.), 1:1 რონალდუ (41), 2:1 რამოსი (81)
გაფრთხილებები: მარსელო – პიცინი
გაძევება: პიცინი (78)
მსაჯი: მატეუ ლაოსი

თეგებილა ლიგა
0.190911