სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

19:37 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი -გრან სლემის ქართული ოქროს გვირგვინი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

5 წუთი და 59 წამი დასჭირდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალბედა მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე 4 შეხვედრის მოსაგებად და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად.

ჭაბუკებს შორის მსოფლიოს, ხოლო ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონმა, თუშიშვილმა უფროსებში, ამ რანგის შეჯიბრებაზე სულ მეორედ იჭიდავა. გასულ თვეში, პარიზის გრან სლემზე საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. მეორე ცდა გაცილებით შთამბეჭდავი და შედეგიანიც გამოდგა.

დილის პროგრამაში თუშიშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე იპონით მოიგო. პირველ წრეში, აზერბაიჯანელ აიხან ჯაფაროვს პირველივე შეტევით სძლია – მე-20 წამზე ხელის მტკივნეულით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრან სლემზე პირველ ნომრად განთესილ მრისხანე მეტოქეს – მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის პრიზიორს, 29 წლის ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაეჭიდა და ულამაზესი კისრულით ჩამოაშორა ოქროსკენ მიმავალ გზას.

ასევე სუფთა გდებით, სულ რაღაც წუთსა და 6 წამში აჯობა ნახევარფინალში, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურს.

ფინალში კი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტს, ბაქოში მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორს 59 წამი აკმარა ოქროს კისრულის შესასრულებლად. იქამდე, ერთხელ მეტოქის ვაზარიზე დაგდებაც მოასწრო.

ბაქოს გრან სლემის ჩემპიონობით გურამ თუშიშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში 49-ე ადგილიდან დაახლოებით 30-საფეხურიანი დაწინაურება გაინაღდა.

ირაკლი ცირეკიძის გუნდის კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ძირითად ბადეში მან ბოსნიაჰერცეგოვინელი ჰარუნ სადიკოვიჩის იპონით ძლევის შემდეგ, გრან სლემზე მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორთან ოქროს დროში, შიდოთი წააგო.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ბუღაძე ჰოლანდიელ როი მეიერს დაეჭიდა და ბეჭებზეც დასცა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი, უშანგი კოკაურს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 ქულაც გაინაღდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანიც, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალში ჩაება, იაპონელ იუსუკე კობაიაშისთან დაჭიდებით და ძლიერი მეტოქე უილეთო შეხვედრის მეოთხე წუთზე მსაჯს მესამედ გააფრთხილებინა.

მეოთხედფინალში მარგიანმა ტურნირის მეორე ნომერს – აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვერაფერი მოუხერხა – მეორე წუთზე შეეკრა, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ესტონელ მატიას კუუსიკს წუთნახევარში სძლია მტკივნეულით.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი ნახევარ წუთში, კონტრ-ილეთით ბეჭებზე დააგდო.

დღესვე, საქართველოს სახელით აზერბაიჯანულ ტატამზე 100 კილოგრამში მოჭიდავე დავით ოზბეთელაშვილიც გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველსავე წრეში შებოჭვით წააგო ებრაელ პეტერ პალჩიკთან.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით 21 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან სლემი

ბაქო

10-12 მარტი

მამაკაცები

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი)

3 იანისლავ გერჩევი (ბულგარეთი)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 ლაშა გიუნაშვილი (საქართველო)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

73 კგ

1 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

2 რიკი ნაკაია (იაპონია)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 რუფატ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)

2 საეიდ მოლაეი (ირანი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

3 კენია კოჰარა (იაპონია)

7 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)

2 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 ქუენჯაუ ნჰაბალი (უკრაინა)

100 კგ

1 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

2 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

3 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 ონისე ბუღაძე (საქართველო)

3 სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 აზერბაიჯანი 1 2 3 6 1

2 იაპონია 1 2 1 0 0

3 საქართველო 1 0 3 1 1

4 მონღოლეთი 1 0 1 1 2

5 ისრაელი 1 0 1 1 0

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.125034
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X