ფეხბურთი

16:50 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"პალერმოს" პრეზიდენტი რანიერისთან მოლაპარაკებას უარყოფს

"პალერმოს" ახალმა პრეზიდენტმა პოლ ბაკალინიმ განაცხადა, რომ კლაუდიო რანიერისთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს და კლუბის ამჟამინდელ თავკაც დიეგო ლოპესს სრულ ნდობას უცხადებს.

"კლაუდიო რანიერისთან რაიმე მოლაპარაკებას არ ვადასტურებ. ჩვენ გვყავს დიეგო ლოპესი, დიდებული პიროვნება და მის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ. ჩვენ კი ახლა ენთუზიაზმი და პოზიტივი გვჭირდება." - ციტირებს football-italia ბაკალინის სიტყვებს.

კლაუდიო რანიერი "ლესტერმა" გასულ თვეში ცუდი შედეგის გამო დაითხოვა. "პალერმო" კი იტალიის ჩემპიონატში 15 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება.

0.124744