ფეხბურთი

12:33 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის საიუბილეო 100 გოლი

პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ "აინტრახტთან" მოგებულ (3:0) გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში დუბლი გაიფორმა და მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით 136 შეხვედრაში 100 გოლი დაუგროვდა.

ლევანდოვსკი "ბაიერნში" 2014 წელს გადავიდა, მანამდე კი "დორტმუნდის" რიგებში 187 შეხვედრა ჩაატარა და 103 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა 33 შეხვედრა გამართა და გულშემატკივრები 33-ჯერ გაახარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111853