თამაშგარე

11:00 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა–ელ ლესბოსელთაგან „მოკვეთილი“

დღეს,როცა ასე მწვავედ დგას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სექსუალურ უმცირესობათა საკითხი და ზოგიერთ ქვეყანაში საჯაროდ და სასტიკადაც კი იდევნებიან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ამერიკელი კალათბურთელი ქალბატონი „პირიქით“ სიტუაციაში აღმოჩნდა,– სექსუალური უმცირესობებისგან გარიყული და ათვალწუნებული.

ყოველივე ამის ფონზე, ამერიკელი კალათბურთელი და ქალთა ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის(ნბა) კლუბის წევრი კენდის უიგინსი ხმამაღალ განცხადებებს არ ერიდება და აცხადებს, რომ კლუბებში, სადაც ის თამაშობდა, ქალი მოთამაშეების 98%–ი ლესბოსელია და მას, როგორც ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციის ადამიანს „შხამიან ატმოსფეროს“ უქმნიდნენ. იგი კიდევ ორ სეზონში გეგმავდა თამაშს, მაგრამ ასეთ ზეწოლას ვეღარ გაუძლო და გადაწყვიტა კარიერას წერტილი დაუსვას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112926