ფეხბურთი

20:50 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე მარკიზიოს "ჩელსიში" ეპატიჟება

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო შესაძლოა დამდეგ ზაფხულს ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს. როგორც Calciomercato.com-ი იტყობინება, ანტონიო კონტე თანახმაა 31 წლის ფეხბურთელთან ისევ იმუშაოს. თუმცა, შესაძლო ტრანსფერის დეტალებს ამ ეტაპზე წყარო არ აკონკრეტებს.

ფაქტია, რომ ამჟამად იტალიელ შუახაზელს საუკეთესო პერიოდი არ უდგას – მას შემდგომ, რაც მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და 2 საყრდენი ნახევარმცველით ათამაშებს გუნდს, მარკიზიო ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. მეტიც, ბოლო ორი თამაში მან მთლიანად სათადარიგო სკამზე დაჰყო.

კლაუდიო მარკიზიომ გასული წლის აპრილში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს მხოლოდ ოქტომბერში დაუბრუნდა. თუმცა, მიმდინარე წლის დასაყისში სათამაშო პრაქტიკა შეეზღუდა.

მარკიზიო “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია და დებიუტი პირველ გუნდში 2006 წელს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ იგი 2008 წლიდან მოყოლებული მუდმივად “ბებერი ქალბატონის” სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო და ტურინში ორი მეტსახელიც აქვს: “პრინცი” და “მომავლის კაპიტანი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109696