სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ავტოსპორტი

2:42 | 11.03.2017 | ნანახია 1140 - ჯერ

ლუის ჰამილტონი ბრძოლის მოლოდინშია

ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მასზე ბარსელონას ტესტებისას ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა „ფერარის“ მომზადების დონემ. ის თვლის, რომ ახალ სეზონში, ტიტულისთვის საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი.

წინასასეზონო ტესტების რვა დღის განმავლობაში, „ფერარის“ პილოტები ყველაზე სტაბილურები იყვნენ და საუკეთესო დროც მარანელოელთა პილოტ კიმი რაიკონენს ჰქონდა. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა თითქმის ნახევარი წამით აჯობა „მერსედესის“ პილოტების საუკეთესო შედეგს. გარდა ამისა, „ფერარი“ „პირელის“ ოთხივე რბილი საბურავით ყველაზე სწრაფი იყო.

„მათ შესანიშნავად იმუშავეს და ვფიქრობ, მათგან უფრო მეტიცაა მოსალოდნელი. მათ შთამბეჭდავი სიჩქარე აქვთ. სხვებიც ძალიან სწრაფები არიან. როგორც ჩანს, ჩვენ კარგი ბრძოლები გველის“, - ამბობს ჰამილტონი. მისი თქმით, „მერსედესს“ ტესტებისას ჩავარდნები ჰქონდა. ამასთან მოელის, რომ გახსნით რბოლაში „რედ ბულიც“ გაცილებით რთული მეტოქე იქნება, ვიდრე ეს ტესტებისას ჩანდა.

„არ ვიცი, „რედ ბულმა“ შეძლო თუ არა ბოლო ტესტებზე მანქანის გაუმჯობესება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მელბურნში ისინი უკეთესი მანქანით იქნებიან. ამ ორივე გუნდთან ძალიან სერიოზული ბრძოლები გველის“, - არ მალავს ბრიტანელი პილოტი.

მისი თქმით, ტესტების დროს საჭირო არაა თავგამოდება. მთავარია მანქანის შესაძლებლობების შესწავლა. ამ დროს გუნდიც სხვა მიზნებს ისახავს: „ძნელია იმის თქმა, დღეს უკეთესი დროის ჩვენება შემეძლო, თუ არა. როცა კარგი დროის ჩვენებას ცდილობ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი - ძრავის რეჟიმი, ავზში საწვავის რაოდენობა და მსგავსი რამეები. მთავარია, რომ არავინ იცის, სხვისი რეალური შესაძლებლობები. მაგრამ „ფერარი“ კარგად გამოიყურება. არ მგონია, ეს მათი მხრიდან ბლეფი იყოს. ეს რეალობას ჰგავს. მათ შესანიშნავი მანქანა აქვთ“.

სხვათა შორის, სიტყვა ბლეფი ჰამილტონმა წინა დღით თავად ახსენა. მაშინ თქვა, რომ „ფერარი“ ტესტებზე ბლეფობს. რა იგულისხმა, ძნელი სათქმელია, რადგან მეორე დღეს აღიარა, რომ ეს სიტყვა დაუფიქრებლად თქვა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:07 | 27.03.2017
drogba__ (9444)

საღოლ

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.069614