ფეხბურთი

0:42 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი ერედივიზიონში (VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის XXVI ტურის სასტარტო შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” შინ როტერდამის “სპარტა” 5:0 გაანადგურა. “გელრედრომზე” გამართულ მატჩში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა მასპინძელთა კაპიტანი გურამ კაშია და სასიხარულოა, რომ თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა რბევას წერტილი 61-ე წუთზე დაუსვა.

გურამისთვის ეს პირველი გოლია ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, ისე კი, ყველა ტურნირის ჩათვლით – მეორე. 26 იანვარს, კაშიამ ჰოლანდიის თასზე მეორე როტერდამული გუნდის, “ფეიენოორდის” კარი დალაშქრა.

“ვიტესი” 26 ტურის შემდგომ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “უტრეხტს” ორი ქულით ჩამორჩება.

0.123967