ფეხბურთი

10:49 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

Marca: უეფა დენიზ აიტეკინის საკითხს განიხილავს

უეფამ შესაძლოა “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩის მთავარი მსაჯი დენიზ აიტეკინი დასაჯოს. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, უეფა განსაკუთრებით მკაცრი არ იქნება გერმანელი არბიტრის მიმართ, მაგრამ ივარაუდება, რომ მას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების განსჯა აეკრძალება.

ამ საკითხზე უეფას სამსაჯო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი პიერლუიჯი კოლინა ხელმძღვანელობს.

დენიზ აიტეკინმა “ბარსელონა” – პსჟ-ს შეხვედრაში რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მისი შესაძლო დასჯის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახლავთ.

0.116511