ფეხბურთი

12:07 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების მხრივ საუკეთესოა

კატალონიის “ბარსელონას” უეფას ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვს დარტყმული. პსჟ-თან მატჩის შემდეგ სტატისტიკოსებმა დაითვალეს და გაირკვა, რომ ბოლო 25 წელიწადში “ბლაუგრანამ” პენალტი 44-ჯერ შეასრულა. 43-ე და 44-ე პენალტები ესპანელებმა სწორედ “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში დაარტყეს.

ამ კომპონენტში მეორე ადგილი უკავია მადრიდის “რეალს” – 43, რომელიც ლიდერი აქამდე იყო. მესამე პოზიციაზეა მიუნხენის “ბაიერნი” 38 პენალტით.

სხვა გუნდებს რაც შეეხება: “არსენალი” – 30, “მანჩესტერი” – 25, “იუვენტუსი” – 20, “ჩელსი” – 20.

0.111944