თამაშგარე

16:27 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიტა ფონ ტიზის დიდი ოცნება

ამერიკაში იშვიათია ცნობილი ლამაზმანი, რომელსაც სპორტისადმი ცხოველი ინტერესი არ ჰქონდეს. ეს ერთგვარი მოდა იმის გამოძახილია, რომ შტატებში სპორტის მრავალი სახეობაა პოპულარული და ისე აბა როგორ მოხდება, რომ ცქვიტ ასულებს ერთი კლუბი ან მოთამაშე მაინც არ ჩაუვარდეთ გულში.

ამერიკაში ყველამ იცის, რომ იქაური ცნობილი მოდელი, მოცეკვავე და მსახიობი, დიტა ტონ ტიზი საკალათბურთო კლუბ “ჩიკაგო ბულზის” დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ვინც ამ გუნდის ბოლო წლების გამოსვლას ადევნებს თვალს, ადვილი შესამჩნევია, რომ “ხარების” ქომაგებს საამაყო ბევრი არაფერი აქვთ.

ეს სიბეჩავე და წარუმეტებლობა დიდად არ ამწუხრებს მშვენიერ დიტა ფონ ტიზის და პოპულარული მოდელი დღენიადაგ ირწმუნება, რომ სულ მალე დადგება “ჟამი ჭეშმარიტებისა” და ჩიკაგოური კლუბი ძველ დიდებას დაიბრუნებს. ნუ ასეა –ოცნებას არც მოდელი მოუკლავს და არც მთელი ერი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119251