ფეხბურთი

10:08 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე - თებერვალში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

თებერვლის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად პორტუგალიური “მორეირენსეს” კარის დარაჯი გიორგი მაკარიძე დასახელდა. ასე გადაწყვიტა WORLDSPORT.GE-ს მკითხველმა. გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” მაკარიძემ პირველად მოიგო.

საბოლოო ჯამში აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობა 468 ადამიანმა მიიღო და ხმების უმრავლესობა 26 წლის მეკარეს ერგო – 46.6%. სხვათა შორის, გიორგის წინა თვეში მცირედი დააკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ მაშინ ჩვენმა მკითხველმა უპირატესობა ლევან მჭედლიძეს მიანიჭა.

გამოკითხვა ამჯერადაც დაძაბული გამოვიდა, რადგან მაკარიძემ სულ მცირედით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ გიორგი მერებაშვილს, რომელსაც საბოლოოდ ხმების 40% ერგო.

დანარჩენ ორ ადგილს რაც შეეხება – მესამე პოზიციაზე გიორგი ქვილითაია (6.8%), ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე ნიკა კაჭარავა გავიდა (6.6%).

შეგახსენებთ წინა თვეების გამარჯვებულებსაც: სექტემბერი – ჯანო ანანიძე, ოქტომბერი – ვაკო გვილია, ნოემბერი, თორნიკე ოქრიაშვილი, დეკემბერი – ლევან მჭედლიძე, იანვარი - ლევან მჭედლიძე.

ახლა კი, თებერვლის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

გიორგის იანვარში საუკეთესოს წოდების მისაღებად მცირედი დააკლდა. ისეთი შთამბეჭდავი თვე ამჯერად არ ჰქონია, მაგრამ არც თავი შეურცხვენია. თვის დასასწყისში, ყოფილ გუნდ “ფეირენსესთან” შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი აიღო. მთლიანობაში მაკარიძემ თებერვალში 5 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.

“თქვენ ირჩევთ” ტრადიციულად მარტის დასრულების შემდეგ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მკითხველი ამჯერად უკვე, შესაბამისი თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ისევ გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111506