ფეხბურთი

2:46 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო (გოლ) რამოსი - როდესაც კლასში სხვაობა მონდომებას ფარავს (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” აგრძელებს ბრძოლას ტიტულის დასაცავად, რაც სხვათა შორის აქამდე არცერთ სხვა გუნდს არ გაუკეთებია – “სამეფო კლუბი” მეოთხედფინალშია.

დღეს, ერთი ხანობა დამეუფლა შეგრძნება, რომ “რეალისა” და “ნაპოლის” სამი კვირის წინანდელ შეხვედრას ვუყურებდი – “სან პაოლოზე” გამართული მატჩის სცენარი იმდენად წააგავდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულისას, რომ...

საკუთარი გულშემატკივრებით შეგულიანებულმა “ნაპოლიმ” საქმეს ხელი პირველივე წუთებიდა მიჰყო და მრისხანე მეტოქეს თავიდანვე ეკვეთა. მაურიციო სარის ბიჭები ძალზე ბევრს მოძაობდნენ და სტუმრებს თითქმის შანსს არ უტოვებდნენ სახიფათო მომენტის შექმნის მცდელობა მაინც ჰქონოდათ. პირველ 45 წუთში თუ “რეალმა” რამე შექმნა, ყველაფერი მასპინძელთა უშუალო შეცდომების შედეგად. სამაგიეროდ, ნეაპოლელები შეტევაში კარგად კომბინირებდნენ და ამ ყველაფერმა შედეგი 24-ე წუთზე გამოიღო: ინსინიე-ჰამშიკი-მერტენსის სამსვლიანი, იდეალური კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. სხვათა შორის, მერტენსი პირველი ბელგიელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში 5 გოლი გაიტანა. იტალიელებმა შეტევები გააგრძელეს და მერტენსს პირველივე ტაიმში შეეძლო დუბლის შესრულება და იმ ანგარიშის დაფიქსირება, რომელიც მასპინძლებს ხელს აძლევდათ, თუმცა საქმეში ძელი ჩაერია. სხვათა შორის, იქამდე “რეალს” შეეძლო გათანაბრება, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ მისთვის იშვიათი უზუსტობა გამოიჩინა და ცარიელ კარში ბურთი ძელს მოარტყა. ასე იყო თუ ისე, პირველი ტაიმი “ნაპოლიმ” მოიგო აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: ხსენებულ 45 წუთში “ნაპოლიმ” “რეალის” კარისკენ 11-ჯერ დაარტყა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის ნოემბრის შემდეგ. ხსენებულ პერიოდში, “სამეფო კლუბის” კარისკენ 13-ჯერ ტურინის “იუვენტუსმა” დაარტყა პირველ ტაიმში. შესაბამისად, ბუნებრივია შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რომ მეორე ნახევარშიც ასე გააგრძელებდა. ყოველშემთხვევაში ბოლომდე იბრძოლებდა იმისთვის, რასაც საფუძველი პირველ ტაიმში ჩაუყარა. თუმცა ასე არ მოხდა – უკვე მერამდენედ, სერხიო რამოსი “სამეფო კლუბს” მხსნელად მოევლინა – კუთხურისას ყველას დაასწრო და ჩვეულ სტილში გაიტანა. ფაქტი იყო, რომ ნეაპოლელთა ოცნება დასასრულს უახლოვდებოდა. ხუთი წუთი გავიდა და იგივე განმეორდა: კუთხური, რამოსის თავური და გოლი. თუმცა, სანამ ესპანელის დარტყმული ბადეში გაეხვედოა, დრის მერტენსმა შეუცვალა თავით მიმართულება და ამიტომ ავტოგოლი ჩაეთვალა, მაგრამ ეს რამოსის ჩინებულ გარჯარ არ აკნინებს. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით “რეალის” კაპიტანს 10 გოლი აქვს გატანილი და ეს საუკეთესო შედეგია მცველებს შორის, ტოპ ხუთ ჩემპიონატში მოთამაშეთაგან. შეხვედრას წერტილი ალვარო მორატამ მატჩის ბოლო წუთზე დაუსვა და განმეორდა პირველი მატჩის სცენარი: თავიდან “ნაპოლის” გოლები, შემდეგ “რეალის” სამი უპასუხო ზუსტი დარტყმები. სხვათა შორის, მადრიდშიც და დღესაც იტალიურმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერვე ჩავარდა: მაშინაც და ახლაც ხუთწუთიან ინტერვალში ორ-ორი გაუშვა და დიდწილად, სწორედ ხსენებულმა მოკლე მონაკვეთებმა გადაწყვიტა მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა. ისიც საგულისხმოა, რომ “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე ის თამაში, რომელშიც ანგარიში გახსნა ორჯერ წააგო და ორჯერვე “რეალთან”...

მოკლედ, მადრიდის “რეალი” მეოთხედფინალშია, მაგრამ სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს გაცილებით მაღალი კალიბრის მეტოქესთან გაუჭირდება. ამის მიზეზი? – დაცვაში ცუდი თამაში. “სამეფო გუნდს” ლიგაზე ამ დროისთვის 12 გოლი აქვს გაშვებული, მაშინ, როდესაც შარშან მთელს ტურნირზე მხოლოდ 6 გოლი გაუშვა.

“ნაპოლი” – “რეალი” 1:3 (1:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 56 695

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (როგი 56), დიავარა, ჰამშიკი (ზიელინსკი 75); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (მილიკი 70)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო; მოდრიჩი (ისკო 80), კაზემირო, კროოსი; ბეილი (ვასკესი 68), ბენზემა (მორატა 77), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 მერტენსი (24), 1:1 რამოსი (52), 1:2 მერტენსი (57, ა.გ), 1:3 მორატა (90)

გაფრთხილება: ალანი (55), დიავარა (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 13 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.243084