ფეხბურთი

2:35 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსის” მორიგი საჩემპიონო ნაბიჯი

პრემიერლიგის 27-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ოლიმპიკ სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ვესტ ჰემი” თანაქალაქელ “ჩელსის” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

“არისტოკრატებმა” ტაიმი ედენ აზარის გოლით მოიგეს, რომელმაც 25-ე წუთზე საკუთარი გუნდის შესანიშნავი კონტრშეტევა დააბოლოვა და ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს, რომელსაც დიეგო კოშტას მიერ ახლო მანძილიდან გატანილი ბურთი მოჰყვა, ხოლო “ჩაქუჩებმა” ერთადერთი რაც მოახერხეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი პრესტიჟის ბურთია: სესკ ფაბრეგასმა საკუთარ ნახევარზე ბურთი დაკარგა, შეტევა ანდრე აიუმ გააგრძელა და საბოლოოდ ლანცინის შედეგიანი დარტყმით დასრულდა – 1:2.

“ჩელსი” პრემიერლიგას 66 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს “ტოტენჰემს” კვლავ 10 ქულით უსწრებს (“სიტის” ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს და თუ მოიგო, სხვაობა 8 ქულამდე შემცირდება), ხოლო “ვესტ ჰემი” 33 ქულით მე-11 ადგილზეა.

ვესტ ჰემი – ჩელსი 1:2 (0:1)

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი, რიდი (ბაირამი 64), ფონტე, კრესველი, კუაიტე, ნობლი (ე.ფერნანდესი 77), ობიანგი, ფეგული (ა.აიუ 64), ლანცინი, სნოდგრასი, კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, კანტე, მოზესი (ზუმა 76), ალონსო, პედრო (მატიჩი 65), აზარი (ვილიანი 75), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 0:1 აზარი (25), 0:2 კოშტა (50), 1:2 ლანცინი (92)
გაფრთხილებები: ფაბრეგასი
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.111914