დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 2015-16 წლების საკალათბურთო სეზონი შეაჯამა. ამავე დროს მოხდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც კალათბურთის ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოს ეხება. ამავე ღონისძიებაზე მოხდა ბატონ გივი ბიჭიაშვილის სპორტის რაინდის ორდენით დაჯილდოვება. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი და კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
დაწვრილებით ინფორმაციას აღნიშნული ღონისძიების შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით.