კალათბურთი

16:16 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გივი ბიჭიაშვილი რაინდის ორდენით დააჯილდოვეს

ცნობილ ქართველ კალათბურთელს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრს ბატონ გივი ბიჭიაშვილს, დღეს, დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბიჭიაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

„მსოფლიო სპორტი“ უერთდება საერთო მილოცვებს და ბატონ გივის ულოცავს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე კარგს ცხოვრებაში.

0.132902