ფეხბურთი

20:14 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვილია სრული დატვირთვით მალე დაიწყებს

ვაკო გვილია მალე მწყობრში იქნება და ბატე-ში სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ეს ნიშნავს, რომ 24 საქართველო-სერბეთის მატჩისთვის მზად იქნება და საშიში არაფერია.

გვილიამ თბილისის "დინამოსთან" მიიღო ტრავმა და ორი კვირაა, რაც არ უთამაშია. ბატე-ს თავკაცმა ალექსანდრ ერმაკოვიჩმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

0.124105