სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

10:42 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უმადურობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უმადურობა ადამიანების საშინელი სენია. იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან უმადურობა როგორც წესი შეფარულია, მიჩქმალულია, კონკრეტული ადამიანების პირად ურთიერთიბებს მოიცავს და მის დასანახად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

მაგრამ ის, რაც ამ ცოტა ხნის წინ, ინგლისურმა “ლესტერ სიტიმ” და ამ კლუბის მენეჯმენტმა იტალიელ მწვრთნელს – კლაუდიო რანიერის გაუკეთა. როგორც იტყვიან ხელის გულზე დევს და უმადურობის ისეთ მასშტაბებს მოიცავს, რომ ზოგადად უსამართლო საფეხბურთო სამყაროშიც კი ყველა ნორმალური ადამიანის აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია.

მწვრთნელის გუნდიდან გაშვება ჩვეულებრივი ამბავია და როდესაც კლუბის მესაჭე სასურველ შედეგებს ვერ აჩვენებს, მისთვის კარისაკენ მითითება არავის უკვირს. უფრო მეტიც – კლუბის მენეჯმენტი ქომაგების წინაშეა ვალდებული, რომ წარუმატებლობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს და როგორც წესი ეს ზომები წვრთნელთა ცვალებადობაში გამოიხატება ხოლმე.

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ წარმატებებისგან გაფუფუნებულ კლუბზე და საუბარია პატარა “ლესტერზე”, რომელიც შარშან ინგლისური საკლუბო ფეხბურთის დიდ კვარცხლბეკზე სწორედ ჭაღარა აპენინელმა აიყვანა და ყველა დაგვეთანხმებით, რომ ეს იმხელა სასწაული იყო, როგორებიც ორ და სამ ათეულ წლებში ერთხელ თუ მოხდება ხოლმე. აი სწორედ ამიტომაც უნდა ვრაცხოთ “მელიების” პრეზიდენტი და ზოგადად მმართველ/მფლობელთა გუნდი უსამართლო ადამიანებად, რომლებმაც კლაუდიო რანიერი გუნდიდან უკანასკნელი ვიგინდარასავით გააგდეს და ეს გააკეთეს ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელი ფორმებით.

კლაუდიო რანიერიმ შარშან შეძლო ის, რაც ბევრი დიდი მწვრთნელისათვის ოცნებაა და ბევრისთვის სამუდამოდ დარჩა ოცნებად. ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის კლუბის პრემიერლიგის გამარჯვებულად ქცევა (თან ისე, რომ “ლესტერის” ღირსეულ ჩემპიონობაში არავის შეუტანია ეჭვი) მხოლოდ რჩეულებს ხელეწიფებათ და “მელიების” ალბათ ყველაზე მეოცნებე ქომაგიც კი ვერ წარმოიდგენდა იმ საოცარ წარმატებას. მაგრამ, როგორც ჩანს, დარდისა არ იყოს, წარმატებებმაც მიჩვევა იცის და ზედიზედ რამდენიმე წარუმატებელი თამაშის გამო (თითქოსდა გასულ წლებში “ლესტერ სიტი” რაიმეთი გამორჩეული კლუბი ყოფილიყოს) პატივცემული კლაუდიო “უპარდონოდ” გაუშვეს კლუბიდან.

ასეთი ფაქტები არასოდეს უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა და ქომაგებმა უნდა იცოდნენ, რომ საფეხბურთო მსოფლიო სამწუხაროდ ბევრი მანკიერების მორევში ჭყამპალებს და რაც ყველაზე ცუდია, ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს.

ბოლოს კი, ისიც ვთქვათ, რომ ამ უსამართლობას ბევრი ადამიანის პროტესტი მოჰყვა და სასიხარულოა, რომ კლაუდიო რანიერის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი მისი კოლეგები – ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელები იყვნენ.

ალბათ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უჟმური ჟოზე მოურინიოს პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ რანიერის გუნდიდან გაშვება დიდი უსინდისობაა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მწვრთნელის ხელობა არ ფასდება და ყველაფერი ოდენ ფულიანი ბიძების გადასაწყვეტია. იქნებ მწვრთნელთა სოლიდარობამ მაინც გაანათოს ბნელი და უკუნი, თორემ, კლაუდიო რანიერი ბოლოს და ბოლოს უმუშევრად ნამდვილად არ დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11088
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X