ფეხბურთი

17:30 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" ლიდერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

იტალიურ “უდინეზეს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სეკო ფოფანა სერიოზულად დაუშავდა. 21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა “იუვენტუსთან” (1:1) მატჩის პირველ ტაიმში ფეხი მოიტეხა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ფოფანა ბრაზილიელ ალექს სანდროს შეეჯახა, რომელიც მას ფეხზე დაეცა და ეს ფრანგისთვის ფატალური ეპიზოდი აღმოჩნდა.

არადა, ახალგაზრდა ნახევარმცველი უდინელთა რიგებში კარგად ჩაეწერა – მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 22 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, ფოფანას შეძენით დაინტერესებული რამდენიმე გუნდია და მათ შორის, “იუვენტუსიც”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112491