ფეხბურთი

2:29 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკომ” მე-4 ადგილი დაიბრუნა

ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” “ვალენსიას” დაუხვდა და სამი ქულა იოლად მოიპოვა.

მადრიდული კლუბი მთელი მატჩის განმალობაში დომინირებდა და კიდევ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო მოეგო. სტურებზე კი კარგს ვერაფერს ვიტყვით, ხოლო ცუდის თქმა ძალიან ბევრი შეგვიძლია და ეს შორს წაგვიყვანს. უბრალოდ ვიტყვით, რომ “ღამურების” თამაში არაფერს გავდა და უფრო მეტიც, რამდენიმე ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, არც დარბოდნენ და არც იბრძოდნენ, რაც ტაბლოზე ნათლად აისახა.

ანტუან გრიზმანმა გოლები მატჩის დასაწყისში და ბოლოში გაიტანა, ხოლო კევინ გამეირომ მეორე ტაიმი დებიუტში შეაგდო. მადრიდელებს კიდევ ბევრჯერ შეეძლოთ გაეტანათ, მაგრამ დიეგო ალვეშმა საკუთარი გუნდი ბევრჯერ იხსნა, თუმცა საკუთარი მცველები თუ ელიაკიმ მანგალას არ ჩავთვლით სათანადოდ არ ეხმარებოდნენ და პირიქით, მოწინააღმდეგეს უქმნიდნენ მომენტებს: ენცო პერესმა, ზაქარია ბაკალიმ და ჟოაო კანსელომ კევინ გამეირო (ორჯერ) და ანტუან გრიზმანი მეკარესთან პირისპირ დატოვეს, მაგრამ მათ ეს შანსები ვერ გამოიყენეს, თორემ სხვაობა კატასტროფული იქნებოდა.

მოკლედ, “ატლეტიკომ” დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა და ერთი დღით დაკარგული მე-4 ადგილი დაიბრუნა. “ლოს ჩე” კი, სრულებით არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც ათიოდე დღის წინ “რეალი” დაამარცხა.

“ლას პალმასმა” შინ ბოლო ადგილოსანი “ოსასუნა” მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში დამარცხდა, მაინც დიდი ანგარიშით იმარჯვა. მასპინძლები მე-7 წუთზე ხესემ დააწინაურა და კუნძულელთა რიგებში პირველი ბურთი გაიტანა, თუმცა 31-ე და 37-ე წუთებზე კოდრომ დუბლი გაიფორმა და ტაიმი პამპლონელებმა მოიგეს.

კანარელებმა მეორე ტაიმში კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და 55-ე წუთზე მარკო ლივაიამ გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე უნაი გარსიას ავტოგოლით მასპინძლები წინ გავიდნენ. 6 წუთში როკე მესამ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, 87-ე წუთზე კი ხესემ დუბლი გაიფორმა და სტუმართა წვალებას ბოლო მოუღო – 5:2.

“ლას პალმასმა” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. კლუბმა 32 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. “ოსასუნას” 10 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე უიმედოდ იმყოფება. ნავარული კლუბი ჩემპიონატის დასრულებამდე 12 ტურით ადრე მე-17 ადგილოსან “დეპორტივოს” 13 ქულით ჩამორჩება და გასავარდნად განწირულია.

“დეპორტივომ” ე.წ. 6-ქულიან მატჩში გასვლაზე “ხიხონი” დაამარცხა და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოშორდა, ხოლო “ბილბაომ” საკუთარ მოედანზე რაულ გარსიას პენალტით “მალაგა” დაამარცხა.

ხიხონი – დეპორტივო 0:1 (0:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-1-4-1): კუელარი, მერე, ამორობიეტა, დუგლასი (ჩოპი 75), კანელია, ვესგა, მ.გომესი (ვ.როდრიგესი 14), ს.ალვარესი, კარმონა, ბურგუი, ლ.ტრაორე.
მწვრთნელი: რუბი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, მოსკერა, ბორგესი, ჩოლაკი (ხილი 57), ლუისინიო (ჯონი 85), ფაჟრი, ანდონე (ხოსელუ 67).
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: მოსკერა (45+1)
გაფრთხილებები: დუგლასი, მერე, ვესგა, კანელია – ფ.ნავარო, არიბასი, მოსკერა, ხილი, ლუისინიო
მსაჯი: მატეუ ლაოსი

32-ე წუთზე ჩოლაკმა პენალტი ვერ გაიტანა

ატლეტიკო – ვალენსია 3:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ლუკას ერნანდესი, სავიჩი, ვრსალკო, ლუისი, გაბი, კოკე, საული, კარასკო (ტეიე 77), გამეირო (გაიტანი 71), გრიზმანი (ა.კორეა 85).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მანგალა, გარაი, კანსელო, გაია, ე.პერესი (ბაკალი 67), პარეხო, სოლერი, ელ ჰადადი (მინა 67), ორელიანა, ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

გოლები: 1:0, 3:0 გრიზმანი (10;83), 2:0 გამეირო (48)
გაფრთხილებები: კარასკო – ე.პერესი, მინა
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ლას პალმასი – ოსასუნა 5:2 (1:2)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ლემოსი (დავიდ გარსია 83), ბიგასი, კასტელიანო, სიმონი, მესა, ვ.გომესი, ტანაუსუ (ბოატენგი 68), ვიერა, ხესე, ლივაია (ჰალილოვიჩი 73).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ოსასუნა (4-2-3-1): სირიგუ, უ.გარსია, დავიდ გარსია ზუბირია, ოიერი, ფუენტესი, ლოე, მერიდა, ოლავიდე (ბერენგერი 59), დე ლას კუევასი (ს.ლეონი 73), რომერო, კოდრო.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0, 5:2 ხესე (7; 87), 1:1, 1:2 კოდრო (31; 37), 2:2 ლივაია (55), 3:2 უ.გარსია (70), 4:2 მესა (76)
გაფრთხილებები: ლივაია, ბოატენგი, მესა, კასტელიანო – დავიდ გარსია ზუბირია, კოდრო, მერიდა, ლოე
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ბილბაო – მალაგა 1:0 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ი.ალვარესი, ბალენსიაგა, ლეკუე, სან ხოსე, ბენიატი, სუსაეტა (საბორიტი 86), რ.გარსია, მუნიაინი (ვილალიბრე 65), უილიამსი (ბოვედა 77).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლუის ერნანდესი, დემიჩელისი, როსალესი, ხ.კარლოსი, კამაჩო (რამირესი 86), დ.ლორენტე, ხონი (ჩ.კასტრო 73), ფორნალსი, კეკო (ელ ნესირი 79), ჩარლესი.
მწვრთნელი: მარსელო რომერო

გოლი: რ.გარსია (72 პენ.)
გაფრთხილებები: ბენიატი, რ.გარსია, საბორიტი – ფორნალსი, ხ.კარლოსი, კამაჩო, ჩარლესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
0.135517