ფეხბურთი

15:31 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მესის დაუჯერებელ პირობებს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონა” ლიონელ მესის ახალ, ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს. გამოცემა As-ის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელ შემტევს სეზონში არც მეტი, არც ნაკლები, 35 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნული თანხის დაფარვას “ბარსა” ორი სპონსორის ხარჯზე აპირებს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ თუ ასე მოხდა, ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მესი “ლა მასიას” აკადემიის აღზრდილია და “ბარსელონას” მთავარ გუნდში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. იქედან მოყოლებული იგი კატალონური გუნდის უპირობო ლიდერია.

0.111219