ფეხბურთი

15:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ბარსელონაში" საუკეთესო სეზონი მაქვს

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ “ბლაუგრანას” რიგებში საუკეთესო სეზონს ატარებს. ამის შესახებ მან კლუბის ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა.

“ვფიქრობ, “ბარსელონაში” საუკეთესო სეზონი მაქვს – თამაში აშკარად გავაუმჯობესე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ძალიან ვწუხვარ, რომ იგი სეზონის ბოლოს დატოვებს. ჩვენთან სამი სეზონი გაატარა და გვჯერა მისი. ცხოვრებაში მას წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა ნეიმარმა.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ბრაზილიელი ფორვარდის მონაგარი ასეთია: 33 თამაში, 12 გოლი და 19 საგოლე გადაცემა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11388