ფეხბურთი

13:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" რონალდუ დაუბრუნდა

მადრიდის “რეალს” კრიშტიანუ რონალდუ გამოუჯანმრთელდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 31 წლის პორტუგალიელმა მტკივანი ფეხი მოირჩინა და სამშაბათს, “ნაპოლისთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. რონალდუმ გუშინ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა სრული დატვირთვით.

შეგახსენებთ, მცირე ტრავმის გამო კრიშტიანუს ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი “ეიბართან” (4:1) გაუცდა.

0.116798