ფეხბურთი

20:28 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა, I ტური: მასპინძელთა დღე

საქართველოს ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის პირველი ტური დასრულდა. მოგეხსენებათ, ახალი სეზონი გუშინ, სამტრედიაში გაიხსნა და დღეს ოთხ სტაიონზე გაგრძელდა და დასრულდა.

ყველაზე უხვგლიანი მატჩი თბილისში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე შედგა, სადაც “ლოკომოტივმა” ბათუმის “დინამო” მიიღო და დაამარცხა. არადა, შეხვედრა აჭარელთათვის ურიგოდ სულაც არ დაწყებულა – პირველივე წუთზე დავით უბილავამ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და ბათუმელებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს. თარხნიშვილი მივიდა ბურთთან და პანენკას სტილში ეცადა გატანას, მაგრამ რევაზ თევდორაძე ჩანაფიქრს მიუხვდა და ანგარიში არ გაიხსნა. მიუხედავად ამისა, “დინამო” მალევე დაწინაურდა: მარცხენა ფლანგიდან კუთხურს თეიმურაზ შონიას ზუსტი დარტყა მოჰყვა – 0:1. ტაიმის შუაწელს “ლოკომ” თამაში გაათანაბრა, რამაც შედეგი გამოიღო: 32-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ თავური დარტყმით იაღო სტუმართა კარი. თუმცა, ტაიმი ასე არ დასრულებულა. მცველების უხეში შეცდომის შედეგად იგივე სიხარულიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და 43-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და გიორგი დევდარიანის გუნდმა სეზონი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო.

მოიგო თბილისის “დინამომ” – კახა კაჭარავას გუნდს რთული შეხვედრა გამოუვიდა საბოლოდ “კოლხეთთან”, მაგრამ ბაჩანა არაბულის პირველ ტაიმში გატანილი გოლი 3 ქულის მოსაპოვებლად მასპინძლებს ეყოთ. უშანსოდ ფოთელებიც არ ყოფილან და მაგალითად თამაშის ბოლო წუთზე ლიტოვჩენკომ “დინამო” ორჯერ იხსნა გაშვებული გოლისგან.

სამაგიეროდ, ბოლო წუთზე გოლისგან ვერ იხსნა როინ კვასვაძემ ქუთაისის “ტორპედო” და “საბურთალომ” ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – “მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში კოხრეიძის ზუსტმა და გამოზომილმა დარტყმამ გადაწყვიტა – 1:0.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” გაიმართა, სადაც “ჩიხურამ” “დილას” უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ მაყურებელმა გოლი ვერ იხილა – 0:0.

ეროვნული ლიგის II ტურის მატჩები 11 მარტს გაიმართება. ორი გამორჩეული შეხვედრა გველის: თბილისური დერბი “ლოკომოტივსა” და “დინამოს” შორის და გორში, “დილა” – ბათუმის “დინამო”.

“ლოკომოტივი” – “დინამო” (ბთ) 2:1 (2:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“ლოკომოტოვი”: თევდორაძე, ჭანტურია, სიხარულიძე, ქავთარაძე (ქავთარაძე 75), დიასამიძე, კომახიძე (ჩიტეიშვილი 85), ღონღაძე, გაბაძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი (გავაშელშვილი 55)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

“დინამო” (ბთ): ტიმაფეევი, გოგიტიძე, ქავთარაძე, შონია, გორელიშვილი (ფლამარიონი 46), სუხიაშვილი, კვირკველია, ფონიავა (კვანტალიანი 76), თარხნიშვილი, ტვილიდანი (ფარტენაძე 46), კვასოვი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლები: 0:1 შონია (10), 1:1 სიხარულიძე (32), 2:1 სიხარულიძე (43)

გაფრთხილება: უბილავა (1), რეხვიაშვილი (10), სამურკასოვი (51), ჭანტურია (70) – ფონიავა (24), გოგიტიძე (72), შონია (81), კვასოვი (83)

გამოუყენებელი პენალტი: თარხნიშვილი (2, მეკარე)

მსაჯი: ჯ. ხორავა

“დინამო” (თბ) – “კოლხეთი” 1:0 (1:0)

თბილისი, “დინამო არენა”

“დინამო”: ლიტოვჩენკო, მიშენკო, თოთაძე, ქარდავა, არაბული (კვერნაძე 90), მიქელთაძე, პაპუნაშვილი (კუცია 83), კიტეიშვილი (ჩაკვეტაძე 75), სალუქვაძე, ზარია, გველესიანი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“კოლხეთი”: თებიძე, გ. კილასონია, კერძევაძე (შალიკაშვილი 80), ქებურია, დაფი (ბუხაიძე 70), ოტიენო, ჯანელიძე, ჟიშკარიანი, კოვტალიუკი, ენდელაძე (ლუკავა 46), ვ. კილასონია

მწვრთნელი: გელა სანაია

გოლი: 1:0 არაბული (26)

გაფრთხილება: მიშენკო (61), გველესიანი (65), თოთაძე (66), ზარია (76) – ვ. კილასონია (37), ჟიშკარიანი (59)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

“ჩიხურა” – “დილა” 0:0 (0:0)

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, განუგრავა, გაბედავა (მუმლაძე 79), სარდალიშვილი, კორიფაძე, ჩიკვაიძე (მირცხულავა 86), დობროლოვსკი, ჭელიძე, კაშია, გორგიაშვილი (ივანიშვილი 68), გელაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“დილა”: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, ეტოუ, პაპავა, ლეანდრო რიბეირო, ნონიკაშვილი (ძარია 79), გაგოშიძე, ქარქუზაშვილი, ლეონარდო (წიქარიძე 66), კირკიტაძე (ტარავალე 82), დერეტი

მწვრთნელი: ზივ ავრაამ არიე

გაფრთხილება: გორგიაშვილი (64) – ქარქუზაშვილი (75)

მსაჯი: ბ. ნინუა

“საბურთალო” – “ტორპედო” 1:0 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

“საბურთალო”: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ნადარაია, გრიგალაშვილი, მამუჩაშვილი (ტერა 57), შინდაგორიძე, ხარაიშვილი, ფანცულაია (კოხრეიძე 72), გონსალვეში, ალთუნაშვილი (არზიანი 64)

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

“ტორპედო”: კვასხვაძე, ტაბატაძე, ადამაძე, მამასახლისი (ბაბუნაშვილი 46), კუხიანიძე, საბანაძე (კაპანაძე 74), გურული, დოლიძე (მახარობლიძე 78), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 1:0 კოხრეიძე (90)

გაფრთხილება: გონსალვეში (72), კოხრეიძე (83) – ტაბატაძე (57), ტუღუში (84), ადამაძე (88)

მსაჯი: ლ. სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123406