ფეხბურთი

12:50 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა დაადასტურა: როისი "ბენფიკასთან" ვერ ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების დ დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი მარკო როისი ლისაბონის "ბენფიკასთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის თავკაცმა ტომას ტუხელმა დაადასტურა.

"დორტმუნდმა" "ლევერკუზენი" შინ ბუნდესლიგის 23-ე ტურში 6:2 დაამარცხა, ხოლო როისი 44-ე წუთზე პულისიჩმა შეცვალა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა მატჩისშემდეგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მარკოს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და პორტუგალიურ გუნდთან მისი თამაში გამორიცხულია.

გერმანულ გუნდს "ბენფიკასთან" პირველი შეხვედრა სტუმრად 0:1 აქვს წაგებული და როისი "დორტმუნდისთვის" დიდი დანაკლისია. მარკომ მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112641