ფეხბურთი

3:15 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “არსენალი” ოთხეულიდან ამოვარდა

პრემიერლიგის 27-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდ როუდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” ლონდონის “არსენალს” დაუხვდა და დედაქალაქში უქულოდ გაისტუმრა.

მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ და ანგარიში მალევე გახსნეს: მე-9 წუთზე რობერტო ფირმინომ მეტოქის მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო. მერსისაიდელები შეტევებს განაგრძობდნენ და ტაიმის ბოლოს სადიო მანემ საკუთარ გუნდს სოლიდური უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ნახევარში “არსენალიც” გააქტიურდა და 49-ე წუთზე ოლივიე ჟირუ გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი თავური მინოლემ მოიგერია. 57-ე წუთზე ლონდონელებმა მაინც გაიტანეს: სანჩესის კარგი გადაცემა უელბეკმა შეირგო და სხვაობა შეამცირა. “მეთოფეებს” ანგარიშის გასათანაბრებლად ბევრი დრო ჰქონდათ, თუმცა მასპინძლები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ და სასურველი შედეგის შენარჩუნება დიდად არ გასჭირვებიათ, ხოლო მსაჯის მიერ პირველ კომპენსირებულ წუთზე შესანიშნავი კომბინაცია განახორციელეს, რომელიც ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლით დასრულდა – 3:1.

“ლივერპულმა” 52 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადანაიცვლა, ხოლო “არსენალს” 50 ქულა დარჩა და ოთხეულიდან ამოვარდა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ბორნმუთი” მიიღო და მოულოდენლად, საჭირო 2 ქულა დაკარგა. მასპინძლები 90 წუთის განმალობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 23-ე წუთზე მარკოს როხომ ანგარიშიც გახსნა, თუმცა ტაიმის ბოლოს კინგმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.

ტაიმის უკანასკნელ წუთებზე ვითარება ძალიან დაიძაბა: ტაირონ მინგსიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავზე დააბიჯა, რაც რაღა თქმა უნდა შვედმა არ აპატია და ვალი სულ მალე დაუბრუნა – სახეში იდაყვი ჩაარტყა. მინგსის თანაგუნდელი სურმენი გამოესარჩლა და ზლატანს ხელი ჰკრა, რაც მსაჯმა არ აპატია და წითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ნახევარში ბუნებრივია მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, რომელთაგან გამოსაყოფი 72-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გაფუჭებული პენალტია. შვედმა არტურ ბორუცს ვერ აჯობა, რომელმაც ამ ეპიზოდის გარდა, კიდევ ბევრჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი. ამრიგად, “წითელმა ეშმაკებმა” გამარჯვება ვერ შეძლეს და მე-6 ადგილზე დარჩნენ – 1:1.

გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” შინ “ჰალი” მიიღო და კლაუდიო რანიერის გაშვების შემდგომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. “მელიებმა” გასავარდნ ზონას 5 ქულით გაუსწრეს.

უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა “ვიკარეიჯ როუდზე”, სადაც “უოტფორფმა” “საუთჰემპტონი” მიიღო და 3:4 დამარცხდა. “სტოკ სიტიმ” მარკო არნაუტოვიჩის დუბლით “მიდლსბროს” მოუგო, “სუონსიმ” “ლიბერთი სთედიუმზე” “ბარნლი” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაამარცხა, ხოლო “კრისტალ პალასმა” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩს” აჯობა.

მანჩესტერ იუნაიტედი – ბორნმუთი 1:1 (1:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, ვალენსია, შოუ (რეშფორდი 70), კერიკი (ფელაინი 70), პოგბა, რუნი (ლინგარდი 70), მარსიალი, მატა, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, მინგსი (კერგილი 79), კუკი, დანიელსი, სმიტი, არტერი, სურმენი, კინგი (გრადელი 88), ფრეისერი, გოსლინგი (პუგი 46), აფობი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

გოლები: 1:0 როხო (23), 1:1 კინგი (40 პენ.)
გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი, კერიკი, რეშფორდი – არტერი, სურმენი, გოსლინგი
გაძევება: სურმენი (45)
მსაჯი: კევინ ფრენდი

72-ე წუთზე იბრაჰიმოვიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლესტერი – ჰალი 3:1 (1:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუქსი, დრინკვოთერი, ნდიდი, მაჰრეზი (სლიმანი 83), ოლბრაიტონი, ოკაზაკი (დ.გრეი 70).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

ჰალი (4-1-4-1): იაკუპოვიჩი, მაგუირე, რანოკია, ელმოჰამედი, რობერტსონი, ჰადლსტოუნი, კლუკასი, ნ’დიაიე (ა.ერნანდესი 68), გროსიცკი, მარკოვიჩი (დიომანდე 78), ნიასე.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 0:1 კლუკასი (14), 1:1 ფუქსი (27), 2:1 მაჰრეზი (69), 3:1 ჰადლსტოუნი (90 ს.კ.)
გაფრთხილებები:
დრინკვოთერი - ჰადლსტოუნი
მსაჯი:
მაიკლ დინი

სუონსი – ბარნლი 3:2 (1:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი (რანხელი 89), კეროლი (ამატი 95), კორკი, ფერი, ნარსინგი (ჯ.აიუ 73), სიგურდსონი, ლორენტე.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

ბარნლი (4-4-2): რობინსონი, მი, კინი, უარდი, ლოუტონი, ბარტონი (ვესტვუდი 80), ჰენდრიკი, ბოიდი, ბრედი (არფილდი 66), გრეი, ვოკსი (ტარკოვსკი 80).
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0, 3:2 ლორენტე (12; 92), 1:1, 1:2 ა.გრეი (20; 61), 2:2 ოლსონი (69)
გაფრთხილებები: ფერი, კორკი – უარდი, მი
მსაჯი:
ენტონი ტეილორი

უოტფორდი – საუთჰემპტონი 3:4 (1:2)

უოტფორდი, “ვიკარეიჯ როუდი”

უოტფორდი (4-4-2): გომეში, პროდლი, ქაბული, ჰოლებასი, ბრიტოსი, ბეჰრამი, კლევერლი, ნიანგი, კაპუ (საკსესი 70), ოკაკა (დაკური 89), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, სტეფენსი, იოშიდა, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, ს.დევისი, უარდ-პროუსი (ბუფალი 78), ტადიჩი (კლასი 87), რედმონდი, გაბიადინი (ლონგი 85).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0 დინი (4), 1:1 ტადიჩი (28), 1:2, 2:4 რედმონდი (45+2; 86), 2:2 ოკაკა (79), 2:3 გაბიადინი (83), 3:4 დაკური (94)
გაფრთხილებები: ოკაკა, პროდლი, დინი – სოარეში, გაბიადინი
მსაჯი:
ჯონათან მოსი

ვესტ ბრომვიჩი – კრისტალ პალასი 0:2 (0:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, ნიომი (რობსონ-კანუ 71), დოუსონი, ლივერმორი, მორისონი, დ.ფლეტჩერი (ლეკო 81), ჩადლი (მაკკლინი 63), ბრანტი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, ტომკინსი, სახო, უარდი, ვან აანჰოლტი (შლუპი 62), მილივოიევიჩი, კაბაიე (დანი 74), ზაჰა (მაკარტური 86), პანჩონი, თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 ზაჰა (55), 0:2 თაუნსენდი (84)
გაფრთხილებები: ბენტეკე
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სტოკი – მიდლსბრო 2:0 (2:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი (აფელაი 87), შოუკროსი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, კამერონი, სობი, ალენი, არნაუტოვიჩი (დიუფი 65), კრაუჩი (ბერაჰინო 79).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, აიალა (ესპინოსა 8), გიბსონი, ფაბიო, ფრენდი, ლედბიტერი (გედიურა 75), დე როონი, კლეიტონი, რამირესი (სტუანი 46), ტრაორე, ჟესტედი.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლები: არნაუტოვიჩი (29; 42)
გაფრთხილებები: შოუკროსი – ფრენდი, დე როონი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

ლივერპული – არსენალი 3:1 (2:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, კლავანი, კლაინი, მილნერი, ლალანა (ლუკასი 92), ჩანი, ვეინალდუმი, მანე (ალექსანდერ-არნოლდი 93), კოუტინიო (ორიჯი 80), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, ბელერინი, მონრეალი, ჯაკა, კოკლენი (სანჩესი 46), უელბეკი (უოლკოტი 74), ივობი, ჩემბერლენი, ჟირუ (პერესი 74).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 ფირმინო (9), 2:0 მანე (40), 2:1 უელბეკი (57), 3:1 ვეინალდუმი (91)
გაფრთხილებები: ჩანი – კოკლენი, ჯაკა
მსაჯი: რობერტ მედლი

0.130917