ფეხბურთი

1:58 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" სკუდეტოზე ფიქრიც გაუჭირდა, "მილანი" ევროზონას დაუბრუნდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXVII ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო – რომში, “რომამ” “ნაპოლი” მიიღო და იმედოვნებდა, რომ საკუთარ მოედანზე წაუგებელ სერიას გააგრძელებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.

არადა, “რომა” ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა აღნიშნულ მატჩს და ფავორიტადაც განიხილებოდა. “ნაპოლი” კი, პირიქით, ბოლო 7 დღეში მაურიციო სარის გუნდს 2 მარცხი ჰქონდა განცდილი და იტალიური მედია უკვე კრიზისზე საუბრობდა, მაგრამ... დრის მერტენსმა ყველას და ყველაფერს აჯობა. ბელგიელმა მორიგი ფეერიული თამაში ჩაატარა და შესრულებული დუბლით თავისიანებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – ჯერ მარეკ ჰამშიკის იდეალური გადაცემა შეირგო და თავადაც მოხდენილად გადაავლო ვოიცეხ შჩესნის ბურთი თავზე, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, უკვე ლორენცო ინსინიემ გააკეთა დიდებული პასი და დრისმა ახლო მანძილიდან შეაგდო. აქ თამაშის ბედიც გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ “რომა” მთელი თამაში უპირატესობას ფლობდა და სიმართლე რომ ვთქვათ, წაგებასაც არ იმსახურებდა, მხოლოდ ერთ გოლს გამორჩა – თამაშის მიწურულს კევინ სტროტმანმა პრესტიჟის გოლი შეაგდო. ისე, მსაჯის კომპესრიებულ დროში “ჯალოროსის” გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ მოჰამედ სალაჰის დარტყმული პეპე რეინამ საოცარი სეივით მოიგერია. აღნიშნულ მომენტში ესპანელს ხარიხაც წაეშველა და “ნაპოლიმ” მოიგო – 2:1.

აღსანიშნავია, რომ ენაპოლიტანურ გუნდს უკვე 25 თამაშია არ წაუგია, მაშინ, როდესაც დრის მერტენსი გოლს იტანს (21 მოგება, 4 ფრე). გარდა ამისა, მთელი იტალია ბელგიელზე საუბრობს: გარდა დუბლისა, მან პირველი გოლი ძალზე ორიგინალურად აღნიშნა და ყველას ყურადღება მიიპყრო. აქვე გეტყვით, რომ მერტენსს მიმდინარე სეზონში სტუმრად 10 გოლი აქვს გატანილი და ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნია. საგულისხმოა ისიც, რომ “ნაპოლიმ” “რომას” “სტადიო ოლიმპიკოზე” გოლი 2013 წლის მაისის შემდგომ პირველად გაუტანა (მაშინ, თავი კავანიმ გამოიჩინა). ახლა, “ნაპოლის” 57 ქულა აქვს და “რომას” 2 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, დედაქალაქელებმა საქმე ძალიან გაირთულეს – კვირას, “იუვენტუსი” თუ მოიგებს, სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება და თავად განსაჯეთ, რა შანსი დარჩება “რომას” სკუდეტოს მოგების. ამას ლუჩანო სპალეტიც კარგად ხვდება და აკი აღნიშნა კიდეც მატჩის შემდეგ, სკუდეტოზე ფიქრიც უკვე რთული გახდაო...

მოიგო “მილანმა” – ვინჩენცო მონტელას გუნდმა კრიზისი ნამდვილად უკან მოიტოვა. რაც მთავარია, “კიევოსთან” “როსონერის” თამაში კარგი სანახავი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ადვილად არ მოუგია, დამსახურებულად მიითვალა სამი ქულა. ლომბარდიული გრანდი “მფრინავ ვირებთან” კარლოს ბაკამ ლამაზი გოლით დააწინაურა. ტაიმის ბოლოს კი პენალტების კერ დადგა: ჯერ ჯონათან დე გუზმანმა გაიტანა და გაათანაბრა, მერე ბაკას შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა – კარს ააცილა. სხვათა შორის, ბაკამ სერია ა-ში მეშვიდედ დაარტყმა თერთმეტმეტრიანი და პირველად ვერ შეძლო გატანა. სამაგაეროდ, კოლუმბიელმა შეცდომა მეორე ნახევარში გამოასწორა და ლაესიო რომანიოლის გადაცემის შედეგად, კარის წინ ჩასაფრებულმა თავისიანები ისევ დააწინაურა. შეხვედრას წერტილი ჯანლუკა ლაპადულმა დაუსვა და მანამც პენალტით შეძლო თავის გამოჩენა. აქვე ბაკაზე გეტყვით, რომ სეზონში 11 გოლი დაუგროვდა და უკვე მიჯრით ხუთი სეზონია ორნიშნა ციფრს აღწევს (ერთხელ ბელგიაში, ორჯერ ესპანეთსა და ორჯერაც იტალიაში). “მილანს” 50 ქულა გაუხდა და “ლაციოს” დაეწია სატურნირო ცხრილში, “ინტერს” კი გადაასწრო.

დღევანდელი დღის კიდევ ერთ მატჩში გენუის “სამპდორიას” აუტსაიდერი “პესკარას” დამარცხება არ გასჭირვებია – 3:1, ისევ გაიტანა ფაბიო კვალიარელამ, რომელიც მიჯრით სამი ტურია შედეგიანად თამაშობს. ასეთი რამ კი, ბოლოს ვეტერანმა ფორვარდმა 2014 წლის ოქტომბერში გააკეთა. ერთი გოლი ახალგაზრდა პატრიკ შიკმა შეაგდო, ვინც ცვლილებაზე შევიდა მოედანზე – შიკისთვის მეექვსე გოლია სეზონში, როდესაც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. წერენ კიდეც აპენინელი ჟურნალისტები, რომ მისი პერსონით “იუვენტუსი”, “რომა” და “მილანი” არიან დაინტერესებულნი...

“რომა” – “ნაპოლი” 1:2 (0:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 31 000

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; რუდიგერი, ფაციო (ბრუნო პერესი 52), მანოლასი, ჟუან ჟესუსი; სტროტმანი, დე როსი (პარედესი 79); პეროტი, ნაინგოლანი, ელ შაარავი (სალაჰი 52), ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; როგი, ჟორჟინიო (დიავარა 66), ჰამშიკი (მილიკი 79); კალეხონი, მერტენსი (ზიელინსკი 74), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 მერტენსი (26), 0:2 მერტენსი (50), 1:2 სტროტმანი (89)

გაფრთხილება: მანოლასი (45), დე როსი (65), პეროტი (90) – როგი (17), გულამი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (6) – 7 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ლუკა ბანტი

“სამპდორია” – “პესკარა” 3:1 (1:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; სალა (ბერეშჟინსკი 82), სილვესტრე, სკრინიარი, პავლოვიჩი; პრატი, ტორეირა, ბარეტო (ლინეტი 74); ბრუნო ფერნანდესი; კვალიარელა, მურიელი (შიკი 62)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“პესკარა” (4-3-3): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო, კოდა (ფორნასიერი 83), ბირაგი; ვერე (ბრუგმანი 88), ბრუნო, მემუშაი; ბენალი, ჩერი (კასტანონსი 75), კაპრარი

მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდესი (18), 1:1 ჩერი (32), 2:1 კვალიარელა (58), 3:1 შიკი (68)

გაფრთხილება: კოდა (48), ბრუნო (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 7 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 4:6

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“მილანი” – “კიევო” 3:1 (1:1) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 41 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ძაპატა, რომანიოლი, ვანგიონი; სოსა, ლოკატელი (ლაპადულა 61), ბერტოლაჩი; სუსო (ოკამპოსი 34), ბაკა (კუცკა 79), დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, დე გუზმანი (კიინე 84); ბირსა; მეჯორინი (ინგლეზე 54), გაკპე (იცკო 63)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ბაკა (24), 1:1 დე გუზმანი (44, პენ), 2:1 ბაკა (70), 3:1 ლაპადულა (82, პენ)

გაფრთხილება: დეულოფეუ (33) – ცეზარი (45)

გამოუყენებელი პენალტი: ბაკა (45, ააცილა)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 11:7 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ფაბიო მარესკა

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 19 გოლი, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 19, ედინ ჯეკო (“რომა”) – 19, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 18, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 14.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227808