ფეხბურთი

23:45 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” დანაკლისი “ეიბართან: რონალდუ, ბეილი, მორატა

მადრიდის “რეალი” ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება.

“ბლანკოსი” უახლოეს მატჩში ერთბაშად სამ შემტევს მოისაკლისებს: გარეტ ბეილი და ალვარო მორატა დისკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო კრიშტიანო რონალდუ ტრავმირებულია და ამის გამო, განაცხადში ვერ მოხვდა. მათ გარდა, “რეალს” რაფაელ ვარანი და ფაბიო კოენტრაო დააკლდებიან.

“რეალის” განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: პეპე, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, დანილო, მარსელო;
ნახევარმცველები: კასემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, ასენსიო, ხამესი;
თავდამსხმელები: ბენზემა, მარიანო, ლ.ვაზკესი.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” ლა ლიგის 26-ე ტურში გასვლაზე “ეიბარს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167