ფეხბურთი

10:00 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესის უმძიმესი ტრავმა (+VIDEO)

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი სიკვდილს გადაურჩა. ესპანელმა ვარსკვლავმა ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” მატჩის 85-ე წუთზე ალექს ბერგანტინოსთან” საჰაერო ორთაბრძოლის თავის ტვინი დაიზიანა და რამდენიმე წუთი უგუნოდ იყო. “ელ ნინიო” ენის გადაყლაპვას ჯერ თანაგუნდელმა, შემდგომ კი, უკვე ექიმებმა გადაარჩინეს, რომლებმაც იგი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტორესი საბოლოოდ გონზე მოვიდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა, კარიერის გაგრძელებას, ანაც საერთოდ, როდის დაუბრუნდება მოედანს.

ტორესის ეპიზოდმა საფეხბურთო საზოგადოებაში უდიდესი შიში გამოიწვია – მიის თანაგუნდელი ხიმენესი ხსენებული ეპიზოდის დროს ცრემლებსაც ვერ იკავებდა.

მოედანზე სიკვდილის შემთხვევები კი, სამწუხაროდ, წარსულშიც მრავლად ყოფილა: მარ ვივიენ ფოე, მიკლოშ ფეჰერი, პირმარიო მოროზინი, ანტონიო პუერტა...

საბედნიეროდ, ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ფატალურ შემთხვევას გადაურჩა.

0.118803