ფეხბურთი

12:00 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" VS "ბენფიკა" - სტატისტიკა, ფაქტები, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსია” ლისაბონის “ბენფიკას” უმასპინძლებს და მომდევნო ეტაპზე გასვლა თუ სურს, აუცილებლად უნდა მოიგოს, თანაც ორბურთიანი სხვაობით.

რათა თქმა უნდა, აღნიშნული შეხვედრის წინასამატჩო პერიპეტიებზე WORLDSPORT.GE თამაშის დღეს უფრო დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

14 თებერვალს, “ესტადიო და ლუჟზე” გამართული მატჩის ბედი კოსტას მიტროღლუს ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. თუმცა, აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი როლი პორტუგალიელთა ბრაზილიელმა მეკარემ, ედერსონმაც ითამაშა, რომელმაც პიერ-ემერიკ ობამეიანგს პენალტი აუღო.

აქვე გეტყვით, რომ 1:0 უეფას ტურნირების პლეი-ოფში 990-ჯერ დაფიქსირებულა. აქედან, მომდევნო ეტაპზე 402-ჯერ (40.6%) ის გუნდი გავიდა, რომელიც მეორე მატჩს საკუთარ მოედანზე ატარებდა, ხოლო 588-ჯერ ის გუნდი, რომელიც მეორე შეხვედრას სტუმრად თამაშობდა (59.4%).

“დორტმუნდმა” ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალს” აჯობა და 21 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. “ბენფიკა” კი, “ნაპოლის” ჩამორჩა და ყველაზე დაბალი ქულათა მონაგარით გავიდა პლეი-ოფში.

ურთიერთშეხვედრები

წლევანდელ სეზონამდე ეს გუნდები ერთმანეთს ორადორჯერ შეხვედრილან და ისიც შორეულ, 1963-1964 წლების სეზონში. პორტუგალიაში მასპინძლებმა ანტინიო სიმოეშისა და ეუსებიოს გოლებით 2:1 მოიგეს (გერმანელთაგან რეინოლდ ვოსაბმა შეაგდო), ხოლო ალემანიაში მასპინძელმა გუნდამ მეტოქე 5:0 გაანადგურა – გოლები: ფრანც ბრუნგსი (ჰეთ-თრიქი), ფრეიდელმ კონიეცკა და რეინოლდ ვოსაბი.

სტატისტიკა

“დორტმუნდი”

1997 წლის ჩემპიონი “დორტმუნდი” შეეცდება მესამედ გავიდეს მეოთხედფინალში მიმდინარე ათწლეულში.

შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული “ბორუსიამ” ევროტურნირებზე სახლში 11 თამაში ჩაატარა და ჩინებული სტატისტიკა გააჩნია – 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

“დორტმუნდს” პორტუგალიურ გუნდებთან შინ ხუთიდან ხუთი თამაში აქვს მოგებული. მათ შორის, შარშან, ევროპა ლიგის მერვედფინალში “პორტუსთან” (2:0) ლუკას პიშჩეკისა და მარკო როისის გოლებით.

მიმდინარე სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე ტომას ტუხელის შეგირდებმა კიდევ ერთ პორტუგალიურ გუნდს აჯობეს – “სპორტინგს”. შინ 1:0 და სტუმრად – 2:1.

“დორტმუნდი” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 2 წაგება:

2008-2009 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, “უდინეზე”, 3:4.

2003-2004 – ჩემპიონთა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, “ბრიუგე”, 2:4.

1999-2000 – უეფას თასი, მესამე ეტაპი, “რეინჯერსი”, 3:1.

1992-1993 – უეფას თასი, ნახევარფინალი, “ოსერი”, 6:5.

“ბენფიკა”

“ბენფიკას” შანსი მეოთხედფინალში მესამედ გავიდეს ბოლო ექვს სეზონში. შარშან ლუზიტანელებმა ამავე ეტაპზე “ზენიტს” აჯობეს (1:0, 2:1), ხოლო მეოთხედფინალში “ბაიერნთან” წააგეს ორი მატჩის ჯამში 2:3.

ჯგუფურ ეტაპზე “ბენფიკამ” ყველაზე ცოტა, 8 ქულა დააგროვა იმ გუნდთაგან, რომლებიც მერვედფინალში გავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე “არწივებმა” სტურმად არასტაბილურად ითამაშეს – ჯერ წააგეს “ნაპოლისთან” 2:4, შემდგომ მოუგეს კიევის “დინამოს” 2:0 და ბოლოს “ბეშიქთაშთან” ფრეს დასჯერდნენ – 3:3.

გერმანიაში კი, “ბენფიკა” აქამდე შემდეგნაირად თამაშობდა: 2 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება. პირველად გერმანული გუნდი მისსავე მოედანზე ლისაბონელებმა 2010-2011 წლების სეზონში დაამარცხეს – “შტუტგარტი” 2:0, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში.

“ბენფიკა” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 2 წაგება:

1987-1988 – ჩემპიონთა თასი, ფინალი, პსვ ეინდჰოვენი, 5:6.

1999-2000 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, პაოკ, 4:1.

2013-2014 – ევროპა ლიგა, ფინალი, “სევილია”, 2:4.

გზაჯვარედინი – მწვრთნელები და ფეხბურთელები

“ბენფიკას” მცველ ელიზეუს “დორტმუნდის” კარში გოლი აქვს გატანილი. როდესაც პორტუგალიელი “მალაგაში” თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში “სიგნალ იდუნა პარკზე” ესპანელები 2:1 დააწინაურა. თუმცა, “ბორუსიამ” მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა.

იგივე ელიზეუმ ევრო 2016ის მეოთხედფინალში პოლონელი ლუკაშ პიშჩეკი დაამარცხა.

ანდრე შურლეს ჟულიო სეზარის კარში დუბლი აქვს შესრულებული – 2014 წლის მუნდიალზე გერმანია ბრაზილიის მატჩში. იმავე თამაშში მონაწილეობა მარიო გიოტცემაც მიიღო.

იმავე შურლეს “ბენფიკას” კარშიც გაუტანია – 2013 წელს “ლევერკუზენის” მაისურით. იმავე შეხვედრაში ითამაშა გონსალო კასტრომ, ხოლო ლისაბოლენთა მხრიდან მოედანზე იყვნენ ლუიზაო, ანდრე ალმეიდა, ჟარდელი და ედუარდო სალვიო.

გონსალო კასტრომ “ლევერკუზენისა” და “ბენფიკას” (0:0) მატჩშიც ითამაშა 2014-2015 წლების სეზონში.

ჟონასმა “ვალენსიას” რიგებში “ლევერკუზენს” მოუგო (1:2, 3:1) 2011-2012 წლების სეზონში. იმ “ბაიერის” ღირსებას გონსალო კასტრო და ანდრე შურლე იცავდნენ.

სებასტიან როდე თადარიგში იყო შარშან, “ბაიერნისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს.

ლიუბომირ ფეისას “ოლიმპიაკოსის” რიგებში “დორტმუნდთან” 2011-2012 წლების სეზონში აქვს წაგებული (0:1).

კოსტას მიტროღლუს გერმანიის მოქალაქეობაც აქვს და თავის დროზე “დუისბურგისა” და “გლადბახის” აკადემიაში აქვს ნათამაშები.

რაფა სილვამ და რაფაელ გეურეირომ მატიას გინტერის გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5:0 გაიმარჯვეს.

ერთად უთამაშიათ

კოსტას მიტროღლუ, სოკრატის პაპასტატოპულოსი და ანდრეას სამარისი (საბერძნეთის ნაკრები).

ელიზეუ, გონსალო გუედეში, რაფა სილვა და რაფაელ გუერეირო (პორტუგალიის ნაკრები).

“დორტმუნდი” - "ბენფიკა"

8 მარტი, 23:45 საათი

დორტმუნდი, "სიგნალ იდუნა პარკი"

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111107