ფეხბურთი

21:30 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი - პირველი შესარჩევი ეტაპი დასრულდა

2 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული გამოდგა ორი მატჩი: „ვოიაჟი“ (თბილისი) – „რაჭა“ (ამბროლაური) და „ჰერეთი“ (ლაგოდეხი) – „თორი“ (ბორჯომი).

„ვოიაჟმა“ შეხვედრის პირველი ნახევარი წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის გამოსწორება შეძლო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დუბლის ავტორმა, თეიმურაზ ხარჩილაძემ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გუნდებმა დამატებით ტაიმებშიც თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა. პენალტების სერია კი, ლაგოდეხელებმა უკეთესად შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.

პირველი შესარჩევი ეტაპის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

35-ე სკოლა - თბილისი 2016 2:1
საბურთალო-2 - იბერია 2010 1:0
დინამო სოხუმი - საქართველოს უნივერსიტეტი 2:1
ლიახვი აჩაბეთი - სართი 6:1
ალაზანი - აბული 0:1
თბილისი სითი - მესხეთი 6:0
სამგურალი-2 - იმერეთი-2 4:1
მაჭახელა - ეგრისი 3:2
ლესიჭინე - დინამო ბათუმი-2 3:0
ოდიში 1919-2 - ზანა 0:4

თასის მეორე შესარჩევ ეტაპზე გასული 12 გუნდი 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის რეგიონული ლიგის რვა ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებზე გასულ 16 გუნდს და რანგით მესამე ლიგის 20 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპის მატჩები 6 მარტს გაიმართება. გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ვარკეთილი - ლიახვი ცხინვალი
გარეჯი - თბილისი სითი
კოლხი - ივერია
ცხუმი - გორი
ვიტ ჯორჯია-2 - ალგეთი
ქოჯაელი - საბურთალო-2
ვოიაჟი - გარდაბანი
რუსთავი-2 - ლოკომოტივი-2
თელავი - ჩხერიმელა
ჰერეთი - ნორჩი დინამო
აბული - დინამო სოხუმი
მარკ სტარსი - ბორჯომი
ლიახვი აჩაბეთი - 35-ე სკოლა
არაგვი - შევარდენი 1906
ოდიში 1919 - იმერეთი
ზანა - სამეგრელო
სამგურალი-2 - სულორი
მერცხალი - მარგვეთი 2006
მაჭახელა - ბეთლემი
ტორპედო-2 - ჭიათურა
სალხინო - საპოვნელა
საირმე - სქური
ლესიჭინე 2016 - ხიხანი
ბახმარო - კოლხეთი ხობი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118682