ფეხბურთი

16:44 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “თასს თუ მოვიგებთ, არავის დავავიწყდები”

არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში “სპარტას” ძლევის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, კლუბს უნიკალური შანსი აქვს თავისი ისტორია შეცვალოს.

“წინ ფინალია – ეს ჩემთვის და გუნდისთვის დიდი შანსია. 7 წელია “ვიტესში” ვთამაშობ და როგორც იქნა, ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ.

კლუბს აქვს გრძელი ისტორია, 125-წლიანი, მაგრამ ტიტული არ მოუგია. ახლა კი, ამასთან ძალიან ახლოს ვართ. თუ გავიმარჯვებთ, არასოდეს ვიქნები დავიწყებული, როგორც კაპიტანი.

“დე კუიპის” სტადიონზე არნემი გვჭირდება – გულშემატკივრების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც გუნდისთვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, “ვიტესმა” ნახევარფინალში როტერდამის “სპარტა” 2:1 დაამარცხა და ჰოლანდიის თასის ფინალში 30 აპრილს, როტერდამშივე, “დე კუიპის” სტადიონზე ითამაშებს. მეტოქეს რაც შეეხება – იგი დღეს გაირკვევა “ალკმაარისა” და “კამბურის” შეხვედრაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116457