ფეხბურთი

14:10 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" VS "რეალი" - სტატისტიკა, ფაქტები, ისტორია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალი" "ნაპოლისთან" სათამაშოდ კომფორტული სხვაობით ჩადის. მიუხედავად ამისა, იტალიელთა ჩამოწერა ნაადრევი იქნება და ზინედინ ზიდანის გუნდს ყურადღებით თამაში მართებს.

ბუნებრივია, აღნიშნული მატჩის შესახებ 7 მარტს, WORLDSPORT.GE უფრო დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ მანამდე გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

იტალიური “ნაპოლი” მადრიდის “რეალს” “სან პაოლოზე” მიიღებს და ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” ლორენცო ინსინიემ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ქარიმ ბენზემამ, ტონი კროოსმა და კაზემირიმ გაიტანეს. ახლა მაურიციო სარის საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს, რადგან ასეთი ჩამორჩერნის გაბათილება, თან “რეალთან” ადვილი სულაც არ იქნება.

უეფას ტურნირებზე ანგარიში, 3:1 329-ჯერ დაფიქსირებულა – შინ პირველ მატჩში მოთამაშე გუნდები შემდეგ ეტაპზე 254-ჯერ გავიდნენ (77.2%), ხოლო პირველ შეხვედრაში სტუმრად დამარცხებულმა გუნდებმა აღნიშნული ჩამორჩენა 75-ჯერ აღმოხვრეს (22.8%). აღნიშნული სტატისტიკაც მიუთითებს, რომ “ნაპოლის” საქმე მძიმედაა.

ურთიერთშეხვედრები

ამ სეზონამდე “რეალსა” და “ნაპოლის” ერთმანეთთან თამაში ორჯერ მოუწიათ – 1987-1988 წლების სეზონში.

“რეალმა” მეტოქეს ორი მატჩი ჯამში 3:1 აჯობა – შინ 2:0 და სტუმრად – 1:1.

სტატისტიკა

“ნაპოლი”

“ნაპოლის” აქამდე მერვედფინალში ერთადერთხელ უთამაშია – 2011-2012 წლების სეზონში ნეაპოლში, “ჩელსის” 3:1 მოუგო, მაგრამ ლონდონში დამატებით დროში 1:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

“ბეშიქთაშთან” შინ 2:3 წაგება იყო პირველი ბოლო 20 საშინაო მატჩიდან ევროსარბიელზე (13 მოგება, 6 ფრე).

“ნაპოლი” ესპანურ გუნდებთან ევროტურნირების პლეი-ოფის ბოლო ორ დაპირისპირებაში დამარცხდა. შარშან “ვილიარეალთან” (1:2) ევროპა ლიგაზე, ხოლო 2014-2015 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე “ბილბაოსთან” (2:4).

მარეკ ჰამშიკმა და კრისტიან მაჯომ გაიტანეს გოლები “ვილიარეალის” კარში 2011-2012 წლების სეზონში – ეს ბოლო გამარჯვებაა ესპანეთში “აძურის” მხრიდან.

საკუთარ მოედანზე კი, “ნაპოლი” ესპანურ გუნდებთან დაუმარცხებელია: 2 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება.

“ნაპოლიმ” მხოლოდ სამ შემთხვევაში მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში წააგო (11 შემთხვევიდან). მათ შორის, ორჯერ, ორბუერთიანი სხვაობით ჰქონდა პირველი შეხვედრა წაგებული - 1962-1963 წლების სეზონში “ბანგორ სიტის” აჯობა გადათამაშებაში (0:2, 3:1, 2:1), 1988-1989 წლების სეზონში “იუვენტუსთან” (0:2, 3:0).

“ნაპოლი” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 2 ფრე:

1986-1987 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, “ტულუზა”, 3:4.

1990-1991 – თასების თასი, მეორე ეტაპი, “სპარტაკი”, 3:5.

1989-1990 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, “სპორტინგი”, 4:3.

“რეალი”

“რეალს” შანსი აქვს მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ გავიდეს და ასევე, გახდეს პირველი გუნდი, რომელიც მიჯრით ორჯერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას.

“სამეფო კლუბს” ბოლო 9 საგარეო მატჩიდან ერთადერთი აქვთ წაგებული – მიმდინარე სეზონში კი, “სპორტინგს” 2:1 აჯობეს, ხოლო “ლეგიასთან” (3:3) და “დორტმუნდთან” (2:2) ითამაშეს.

შარშან ამავე ეტაპზე მადრიდელებმა იტალიურ “რომას” აჯობეს, თუმცა მანამდე ზედიზედ 8 შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე იტალიური გუნდები გადიოდნენ.

“რომასთან” შარშან მოგებული მატჩი იყო პირველი “რეალისთვის” აპენინზე გამართული ბოლო ცხრა თამაშიდან.

მთლიანობაში კი, მადრიდული გრანდი აპენინის ნახევარკუნძულზე ასეთი სტატისტიკით იწონებს თავს: 5 მოგება, 8 ფრე, 18 წაგება.

“რეალმა” 57 შემთხვევიდან 44-ჯერ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე მოიგო. ბოლოს ასეთი რამ 2013-2014 წლების სეზონში მოხდა “ბაიერნთან” (1:0, 4:0). ხოლო, “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:1 რვაჯერ მოუგო და მომდევნო ეტაპზე ოთხჯერ გავიდა. ბოლოს, 2002-2003 წლების სეზონში – “მანჩესტერთან” შინ 3:1, სტუმრად – 3:4.

“რეალი” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 2 წაგება:

1974-1975 – თასების თასი, მეოთხედფინალი, “ცრვენა ზვეზდა”, 5:6.

1986-1987 – თასების თასი, მეორე ეტაპი, “იუვენტუსი”, 3:1.

2011-2012 – ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი, “ბაიერნი”, 1:3.

2015-2016 – ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, “ატლეტიკო”, 5:3.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” ხუთი წელი თამაშობდა და ორჯერ მოიგო სკუდეტო. “ნაპოლის” წინააღმდეგ მან ექვსჯერ ითამაშა და არცერთხელ წაუგია (3 მოგება, 3 ფრე). გაუტანა ორი გოლი 1996 წელს ტურინში და 1997 წლის ნოემბერში ნეაპოლში.

იმავე ზიდანმა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში იტალიას მოუგო, მაგრამ 2006 წლის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა. “რეალის” აკადემიის აღზრდილია ხოსე კალეხონი, რომელსაც მთავარ გუნდში 55 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.

რაულ ალბიოლს კი, თავის დროზე “რეალის” ღირსება 81-ჯერ დაუცავს (ერთი გოლი). “ხეტაფესა” და “ვალენსიაში” თამაშის დროს ალბიოლმა მადრიდელების წინააღმდეგ 10-ჯერ ითამაშა (4 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება). ლა ლიგაში სადებიუტო გოლიც მან “რეალს” გაუტანა: 2005 წლის მარტში, როდესაც “ხეტაფეს” შემადგენლობაში გამოდიოდა. 2007 წლის ოქტომბერში კი, “ვალენსიას” რიგებში “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებისას წითელი ბარათი მიიღო.

პეპე რეინას “რეალის” წინააღმდეგ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” რიგებში შვიდჯერ უთამაშია, მაგრამ არცერთხელ მოუგია (3 ფრე, 4 წაგება). სამაგიეროდ, რეინამ “ლივერპულთან” ერთად ძლია ესპანურ გრანდს – 2008-2009 წლების სეზონის მერვედფინალში ორჯერ (1:0, 4:0).

მატეო კოვაჩიჩს “ნაპოლი” არასდროს დაუმარცხებია: 4 თამაში, 2 ფრე, 2 წაგება.

ალვარო მორატას “ნაპოლის” წინააღმდეგ “იუვენტუსით” მაისურით აქვს ნათამაშები, თუმცა გოლი არასდროს გაუტანია (3 მოგება, 1 ფრე).

ესპანეთი ნაკრებით მორატამ, სერხიო რამოსმა და ლუკას ვასკემა მარცხი განიცადეს 2016 წელს იტალიის ნაკრებთან, რომლის რიგებშიც ემანუელე ჯაკერინი და ლორენცო ინსინიე თამაშობდნენ.

სამაგიეროდ იმავე ჯაკერინის, ინსინიესა და იტალის გერმანიის ნაკრებმა მოუგო პენალტების სერიაში. ხოლო, ალემანთა რიგებში ტონი კროოსი ირჯებოდა.

პორტუგალიის ნაკრებში კი, კრიშტიანუ რონალდუსა და პეპეს არკადიუშ მილიკის პოლონეთი ჰყავთ დამარცხებული. რონალდუმ და მილიკმა პენალტების სერიაში გაიტანეს.

ლორენცო ინსინიე ალვარო მორატასა და ისკო არაკონის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა 2013 წელს – 2:4.

ერთად უთამაშიათ

სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ნაჩო მონრეალი, ლუკას ვასკესი, ისკო, ალვარო მორატა, პეპე რეინა, რაულ ალბიოლი და სოხე კალეხონი (ესპანეთის ნაკრები).

მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, მარკო როგი და ივან სტრინიჩი (ხორვატიის ნაკრები).

"ნაპოლი" - "რეალი

7 მარტი, 23:45 საათი

ნეაპოლი, "სან პაოლო"

0.11589