ფეხბურთი

22:46 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ასენხიოს მორიგი უიღბლობა

“ვილიარეალის” ძირითადი მეკარე სერხიო ასენხიო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს – იუწყება ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

27 წლის კიპერმა კვირას “რეალთან” წაგებული (2:3) შეხვედრის პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, სერხიოს მუხლი სერიოზულად აქვს დაზიანებული და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

სათქმელია, რომ ასენხიომ მსგავსი ტრავმა კარიერაში უკვე მეოთხედ მიიღო და ამ დაზიანებების გამო, ორ წელზე მეტი გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ სერხიო მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ზამორას პრიზის მოგების მთავარი ფავორიტი გახლდათ. მან მიმდინარე ლა ლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაუშვა და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.111677