ფეხბურთი

23:20 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი ბუფონმა მარიო მანჯუკიჩი გორილას შეადარა

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა თანაგუნდელი მარიო მანჯუკიჩი გორილას შეადარა. 39 წლის მეკარემ აღნიშნული შედარება ხორვატი ფეხბურთელის ახალი პოზიციიდან გამომდინარე მოიყვანა. მარიო მანჯუკიჩი ბოლო თამაშები მისთვის იქამდე უცხო, მარცხენა შემტევის პოზიციაზე გამოდის და განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება ორთაბრძოლების დროს.

“მანჯუკიჩისგან მაგალითის აღება შეიძლება – მას აგრესიულ გორილას შევადარებდი, რომელიც ძირს არავის წინააღმდეგ ეცემა”, - განაცხადა ბუფონმა “იუვეს” ტელევიზიასთან საუბრისას.

გარდა ამისა, ვეტერანმა მეკარემ ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი “ბებერ ქალბატონში” სათამაშოდ მიიწვია:

“ფედერიკო დიდებული ბიჭია. კარგი იქნება, 2017 წლის სატრანსფერო პერიოდში იგი “იუვენტუსში” თუ გადმობარგდება”, - დასძინა ბუფონმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09892