ფეხბურთი

12:09 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უსაფრთხოების ოფიცერთა სემინარი

28 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში უსაფრთხოების ოფიცერთა სემინარი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის კლუბების უსაფრთხოების ოფიცრები დაესწრნენ.

სემინარი, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს მოიცავდა. მოწვეულ მომხსენებლებს შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ.

სემინარის დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109181