ჩოგბურთი

20:07 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსებზე იასპარეზებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალებს ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსებზე მოსინჯავს. აღნიშნული ინფორმაცია ბასილაშვილის ფეისბუქგვერდმა გაავრცელა.

ინდიანა უელსის ტურნირი (ს.ფ 6,993,450) 6 მარტს აიღებს სტარტს და 19-მდე გაგრძელდება, ხოლო მაიამის ღია ტურნირი (ს.ფ 6,993,450) 20-ში დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება. ბასილაშვილი წინა წელს აღნიშნულ მასტერსებზე არ მონაწილეობდა და ქულა დასაცავი არ აქვს.

გასულ წელს ორივე შეჯიბრი სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო და მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანის მიზანი 1000 ქულის შენარჩუნებაა. თავის მხრივ კარგ სიტუაციაშია პლანეტის პირველი ნომერი ენდი მარეი, რომელსაც ორივე ტურნირზე მხოლოდ 45 ქულა აქვს დასაცავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112748